Nissan-ის ხელმძღვანელი დააკავეს - კვირის პალიტრა

Nissan-ის ხელმძღვანელი დააკავეს

იაპონიაში, ფინანსური კანონმდებლობის დარღვევის ბრალდებით, Nissan-ის ხელმძღვანელი კარლოს გონი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური გამოცემა Yomiuri ავრცელებს.

კარლოს გონი შემოსავლების მიზანმიმართულად არასწორ წარდგენაშია ეჭვმიტანილი.

არსებული ინფორმაციით, კომპანიაში ჩატარებული შიდა შემოწმების შედეგად გამოვლინდა ჩანაწერები, რომლებიც ცხადყოფს, რომ კარლოს გონმა მიზანმიმართულად შეამცირა ინფორმაცია თავისი შემოსავლების შესახებ და ასევე არამიზნობრივად გამოიყენა კომპანიის სახსრები.

აღსანიშნავია, რომ დღეს ტოკიოს პროკურატურამ ჩხრეკა ჩაატარა კომპანიის სათაო ოფისში და ასევე დაკითხა მისი ხელმძღვანელი.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია Nissan დღეს საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

"ინტერპრესნიუსი"