ქაბულში ქორწინების სახლში აფეთქების შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა, 80 კი დაშავდა - კვირის პალიტრა

ქაბულში ქორწინების სახლში აფეთქების შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა, 80 კი დაშავდა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ქორწინების სახლში აფეთქების შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა, 80 კი დაშავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ავღანური ტელეარხი TOLOnews ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ქორწინების სახლში სასულიერო პირების შეკრება იყო. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. დამატებითი ინფორმაცია აღნიშნულ ტერაქტთან დაკავშირებით ჯერ არ გავრცელებულა.

"ინტერპრესნიუსი"