"რუსეთს ქერჩის სრუტეში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით შესაძლო სანქციები არ ადარდებს" - კვირის პალიტრა

"რუსეთს ქერჩის სრუტეში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით შესაძლო სანქციები არ ადარდებს"

რუსეთს ქერჩის სრუტეში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით შესაძლო სანქციები არ ადარდებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

"ჩვენ ეს უკვე დიდი ხანია არ გვადარდებს. რა თქმა უნდა, სანქციები ცუდია, თუმცა, როდესაც იმ ინციდენტების გამო, რომელიც გუშინ ვიხილეთ, მხარე, რომლის სუვერენიტეტი დარღვეული იყო, შესაძლოა ახალი სანქციების ობიექტად განიხილებოდეს, ამგვარი პოლიტიკის კომენტირება გვიჭირს. რთულია იმის იმედის ქონა, რომ გავლენას მოვახდენთ იმ ხალხზე, ვისაც მხოლოდ ერთი სურვილი აქვს - ახალი საბაბი გამონახონ რუსეთზე ზეწოლის განსახორციელებლად", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

მისივე თქმით, უკრაინის მიერ რუსეთის საზღვრის დარღვევა პროვოკაცია იყო.

"ეს ერთმნიშვნელოვნად პროვოკაცია იყო. ФСБ-ს სასაზღვრო სამსახურმა აღნიშნულთან დაკავშირებით ყველაფერი თქვა. საერთაშორისო სამართლის ძირითადი დებულებები იყო დარღვეული", - აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

სერგეი ლავროვმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს პროვოკაცია უკრაინის უმაღლესი ხელმძღვანელობის ბრძანებით მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"