უკრაინის პრეზიდენტმა საომარი მდგომარეობა 60-დან 30 დღემდე შეამცირა
უკრაინის პრეზიდენტმა საომარი მდგომარეობა 60-დან 30 დღემდე შეამცირა
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც უკრაინაში საომარი მდგომარეობის შესახებ უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებას აზუსტებს.

უკრაინის პრეზიდენტმა შესწორება შეიტანა წინა დღით დამტკიცებულ გადაწყვეტილებაში, საომარი მდგომარეობის შესახებ და ახალი რედაქციით განისაზღვრა, რომ აღნიშნული მდგომარეობა 60-დან 30 დღე-ღამემდე გაგრძელდება. შესაბამისად, უკრაინაში საომარი მდგომარეობა 26 დეკემბრის 14:00 საათამდე გასტანს.

იმის შესახებ, რომ საომარი მდომარეობა იმოქმედებს მხოლოდ 10 ოლქში, პრეზიდენტის ახალ ბრძანებაში არაფერია ნათქვამი.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?