რატომ არ მიიღეს უილიამმა და კეიტმა ახალი რძალი თბილად - რა ხდება სამეფო ოჯახში?
რატომ არ მიიღეს უილიამმა და კეიტმა ახალი რძალი თბილად - რა ხდება სამეფო ოჯახში?
ხმები გავრცელდა, რომ პრინცი ჰარი და მისი ორსული ცოლი მეგან მარკლი კენსინგტონის სასახლიდან აპირებენ გადასვლას, სადაც ახლა პრინც უილიამსა და კეიტ მიდლტონთან ერთად ცხოვრობენ. აქამდე ამბობდნენ, რომ ახალშექმნილი ოჯახის ეს სურვილი განპირობებული იყო სურვილით, ბავშვი ზედმეტი ყურადღებისა და საჯაროობისგან შორს გაზარდონ. თუმცა ახლა გაირკვა, რომ მიზეზი სხვა რამე ყოფილა.

სანდო წყარო იუწყება, რომ პრინცი ჰარი ძალიან უკმაყოფილოა იმ განწყობით, რაც მეგანს დახვდა სასახლეში. თანაც, ჯერ კიდევ ჰარის ცოლობამდე.

როცა წყვილი
დანიშნული იყო, უილიამი საკმაოდ ცივად ექცეოდა მეგანს და იმასაც კი ამბობენ, რომ ბოლოს საქმეში პრინცი ჩარლზი ჩაერია და მან სთხოვა უფროს შვილს, გადაედგა ნაბიჯი მომავალი რძლისკენ და მიეცა საშუალება, თავი მათი ოჯახის წევრად ეგრძნო.
იმასაც ამბობენ, რომ რძლებმაც ვერ მოახერხეს დამეგობრება. კეიტს თავი მაინც შორს
უჭირავს მეგანისგან და სავარაუდოდ, საამისოდ ბევრი მიზეზი აქვს. ისინი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

არც ისე დიდი ხანია, კეიტის როლი სამეფო ოჯახში გაიზარდა - როგორც იცით, მის ქმარს სავსებით რეალური შანსები აქვს, ბრიტანეთის მმართველი გახდეს. არადა, ბოლო დროს მეგანმა საყოველთაო სიყვარული მეტად მოიპოვა, თავისი უშუალობით და ეს კეიტის წისქვილზე სულაც არ ასხამს წყალს.
კეიტი საკმაოდ შეძლებული ოჯახიდანაა, მეწარმეების, მეგან მარკლიკი სრულიად ჩვეულებრივ ოჯახში დაიბადა.კეიტის დედა სრულიად არ ილტვის საჯაროობისკენ და ფოტორეპორტიორებსაც არ "უშინაურდება", მეგანის დედა კი სიამოვნებით პოზირებს და შვილივით უყვარს კამერები. განაგრძეთ კითხვა


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები