აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი გარდაიცვალა
აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი გარდაიცვალა
94 წლის ასაკში აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია აშშ-ს 41-ე პრეზიდენტის გარემოცვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 41-ე პრეზიდენტი 1989-1993 წლებში იყო „რესპუბლიკური“ პარტიიდან. 1971-1973 წლებში ის აშშ-ს ელჩი იყო გაერო-ში. 1976-1977 წკებში ჯორჯ ბუში ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელობდა, ხოლო რონალდ რეიგანის ადმინისტრაციაში კი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.

აღსანიშნავია, რომ ამა წლის აპრილს მისი მეუღლე აშშ-ს ყოფილი პირველი
ლედი ბარბარა ბუში გარდაიცვალა. მისი უფროსი ვაჟი ჯორჯ ბუში უმცროსი აშშ-ს 43-ე პრეზიდენტი იყო, ხოლო მისი კიდევ ერთი შვილი ჯებ ბუში წლების განმავლობაში ფლორიდას შტატის გუბერნატორი იყო.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები