აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი გარდაიცვალა

94 წლის ასაკში აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია აშშ-ს 41-ე პრეზიდენტის გარემოცვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 41-ე პრეზიდენტი 1989-1993 წლებში იყო „რესპუბლიკური“ პარტიიდან. 1971-1973 წლებში ის აშშ-ს ელჩი იყო გაერო-ში. 1976-1977 წკებში ჯორჯ ბუში ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელობდა, ხოლო რონალდ რეიგანის ადმინისტრაციაში კი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.

აღსანიშნავია, რომ ამა წლის აპრილს მისი მეუღლე აშშ-ს ყოფილი პირველი ლედი ბარბარა ბუში გარდაიცვალა. მისი უფროსი ვაჟი ჯორჯ ბუში უმცროსი აშშ-ს 43-ე პრეზიდენტი იყო, ხოლო მისი კიდევ ერთი შვილი ჯებ ბუში წლების განმავლობაში ფლორიდას შტატის გუბერნატორი იყო.

"ინტერპრესნიუსი"