მერკელის გაფუჭებული თვითმფრინავი და უმასპინძლოდ მყოფი მაკრონი - "დიდი ოცეულის" სამიტის კურიოზები - კვირის პალიტრა

მერკელის გაფუჭებული თვითმფრინავი და უმასპინძლოდ მყოფი მაკრონი - "დიდი ოცეულის" სამიტის კურიოზები

არგენტინის დედაქალაქში "დიდი ოცეულის" სამიტმა სტარტი აიღო. პირველი ღონისძიება უმსხვილესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოთა მეთაურების სამუშაო სხდომით დაიწყო, რომელიც თავმჯდომარე ქვეყნის, არგენტინის პრეზიდენტმა მაურისიო მაკრიმ გახსნა.

სამიტის წლევანდელი ძირითადი თემა ვაჭრობა, ციფრული ეკონომიკა, კლიმატური ცვლილებები, მდგრადი განვითარება და გენდერული თანასწორობაა. სამიტის ბოლოს ერთობლივ კომუნიკეზე შეთანხმება იგეგმება.

"დიდი ოცეულის" სამიტი - ეს არის წამყვანი ფორუმი გლობალური და ფინანსური თანამშრომლობის საკითხთა განსახილველად.

თუმცა, შეიძლება ითქვას, სამიტი კურიოზებით დაიწყო. გერმანიის კანცლერი "დიდი ოცეულის" პირველი დღე გამოტოვა, რადგან ის სამიტზე თვითმფრინავის გაუმართაობის გამო ვერ გაემგზავრა. ბუენოს-აირესისკენ მიმავალ გზაზე, მისმა თვითმფრინავმა კიოლნში იძულებითი დაშვება განახორციელა. სამიტის ფარგლებში ის ამერიკის პრეზიდენტს უნდა შეხვედროდა. ანგელა მერკელს მადრიდში მოუწია წასვლა, იქიდან კი ესპანურ ავიაკომპანია "იბერიას" ჩვეულებრივი რეისით გაფრენილა ბუენოს-აირესში. ამის ამსახველი ფოტოები უკვე გავრცელდა სოციალურ ქსელებში.

ანგელა მერკელი არანაკლებ სახალისო ამბავი გადახდა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს. თვითმფრინავის ბორტიდან გამოსულ მაკრონს და მის მეუღლეს არავინ დახვდა, მაგრამ ის არ დაიბნა, მოკიდა ცოლს ხელი, ჩამოვიდა ტრაპზე, იქვე მდგარ აეროპორტის თანამშრომლებს მიესალმა და გზა განაგრძო წითელ ხალიჩაზე. მოულოდნელად ავტომობილთან მისული მაკრონი გულამოვარდნილ არგენტინის ვიცე-პრეზიდენტს შეეჩეხა. როგორც მოგვაინებით არგენტინის ვიცე-პრეზიდენტმა განმარტა, ის მაკრონის დასახვედრად სპეციალური შეტყობინების შემდეგ უნდა წასულიყო, თუმცა შეტყობინებას დაუგვიანია და რამდენიმე წუთის განმავლობაში მაკრონიც უმასპინძლოდ ყოფილა აეროპორტში. ემანუელ მაკრონი მეუღლესთან ერთად

იხილეთ ვიდეო - არგენტინაში ჩასულ ემანუელ მაკრონს აეროპორტში არავინ დახვდა