ტრამპი: "რექს ტილერსონი რეგვენი და სასწაულად ზარმაცი იყო" - კვირის პალიტრა

ტრამპი: "რექს ტილერსონი რეგვენი და სასწაულად ზარმაცი იყო"

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყოფილი სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის კრიტიკას უპასუხა და განაცხადა, რომ ტილერსონს საკუთარი მოვალეობების შესასრულებლად "გონებრივი შესაძლებლობები" არ გააჩნდა.

"სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო შესანიშნავად მუშაობს, ვამაყობ მისით. მის წინამორბედს რექს ტილერსონს საჭირო გონებრივი შესაძლებლობები არ გააჩნდა. რეგვენი იყო. მისი მოშორება საკმაოდ სწრაფად ვერ შევძელი. ასევე სასწაულად ზარმაცი იყო", - დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.

დონალდ ტრამპის თქმით, მას შემდეგ, რაც რექს ტილერსონმა სახელმწიფო დეპარტამენტი დატოვა, საქმეები უკეთ წავიდა და უწყებაში შესანიშნავი განწყობაა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ჰიუსტონში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი მას მითითებებს აძლევდა, რომელთა შესრულება, უკანონო იყო და ეწინააღმდეგებოდა აშშ-ს მიერ დადებულ შეთანხმებებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ტრამპი ინსტინქტურად მოქმედებს, არადისციპლინირებულია და კითხვა არ უყვარს.

რექს ტილერსონი დონალდ ტრამპმა თანამდებობიდან მიმდინარე წლის მარტში მოხსნა. ის მაიკ პომპეომ ჩაანაცვლა.

"ინტერპრესნიუსი"