პარიზში, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, დაპატიმრებულია 127 ადამიანი - კვირის პალიტრა

პარიზში, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, დაპატიმრებულია 127 ადამიანი

პარიზში, მიმდინარე "ყვითელი ჟილეტების" აქციაზე სამართალდამცველებმა 127 ადამიანი დააპატიმრეს.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე პოლიციელებსა და მანიფესტანტებს შორის მასშტაბურ შეტაკებებს ადგილი არ ჰქონია. თუმცა, "პლას ეტუალთან" პოლიციამ მანიფესტანტების ჯგუფის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, პარიზის პოლიციამ 34 ადამიანი დააპატიმრა.

პოლიციამ დაკავებულებისგან ნიღბები, შურდულები, ჩაქუჩები, ხელკეტები ამოიღო.

ამ დროისთვის შანზ-ელიზეზე ათასამდე მანიფესტანტია შეკრებილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, პარიზში "ყვითელი ჟილეტების" მოძრაობის საპროტესტო აქცია იმართება. საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, საფრანგეთის მასშტაბით 89 000 პოლიციელია მობილიზებული, აქედან 8 000 - პარიზში.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო