პარიზში, "ყვითელი ჟილეტების" აქციაზე 272 ადამიანი დააპატიმრეს - კვირის პალიტრა

პარიზში, "ყვითელი ჟილეტების" აქციაზე 272 ადამიანი დააპატიმრეს

პარიზში, "ყვითელი ჟილეტების" საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა პოლიციის განყოფილებებში 548 ადამიანი გადაიყვანეს, აქედან 272 პატიმრობაში რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას პარიზის პოლიციის პრეფექტურა ავრცელებს.

დღევანდელი საპროტესტო ღონისძიება პოლიციელებსა და მანიფესტანტებს შორის მასშტაბური დაპირისპირების გარეშე მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, პარიზის ცენტრში ადგილი ჰქონდა ცალკეულ მონაკვეთებზე პოლიციასა და მანიფესტანტებს შორის შეტაკებას, რომლის დროსაც პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლსადენი გაზი.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, საფრანგეთის მასშტაბით 89 000 პოლიციელია მობილიზებული, აქედან 8 000 - პარიზში.

"ინტერპრესნიუსი"