სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის ბლოკმა ამომრჩეველთა 70%-ის მხარდაჭერა მოიპოვა - კვირის პალიტრა

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის ბლოკმა ამომრჩეველთა 70%-ის მხარდაჭერა მოიპოვა

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის ბლოკმა ამომრჩეველთა 70%-ის მხარდაჭერა მოიპოვა.ამომრჩეველთა აქტივობამ გუშინ გამართულ არჩევნებზე 49% შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ პირველად ისტორიაში ქვეყნის პარლამენტში ვერ გავიდა ყოფილი მმართველი „რესპუბლიკური პარტია“. მათ ამომრჩეველთა ხმების 4,7% მიიღეს, ხოლო პარლამენტში მოსახვედრად საჭირო იყო 5%-იანი ბარიერის გადალახვა.

არჩევნებში სულ ხუთი ბლოკი და ცხრა პარტია მონაწილეობდა. ფაშინიანის ბლოკი „ჩემი ნაბიჯი“ პირობას დებს, რომ კორუფციის აღმოფხვრისთვის ყველაფერს გააკეთებს და ეკონომიკის რეფორმირებას დაიწყებს

იხილეთ ასევე: როგორ გახდა უდიპლომო ფაშინიანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი - სომხეთის პირველი პირის ბობოქარი ცხოვრება