აბუ-დაბიში პოლიციელები პატრულირებას აქლემებით დაიწყებენ - კვირის პალიტრა

აბუ-დაბიში პოლიციელები პატრულირებას აქლემებით დაიწყებენ

არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში პოლიციელები პატრულირებას აქლემებით დაიწყებენ.

როგორც ადგილობრივი გამოცემა Gulf News იუწყება, აქლემების პატრული სპეცპატრულირების დეპარტამენტის შემადგენლობაში იქნება.

"ჩვენ ვცდილობთ აბუ-დაბის უსაფრთხოება უზრუნველვყოთ და განვაგრძობთ ყველა შესაძლო საშუალებების გამოყენებას, რათა გავაძლიერთ დაცულობის დონე", - განაცხადა აბუ-დაბის პოლიციის ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა მოჰამედ ხალფან ალ-რუმეიტთიმ.

მისივე თქმით, ეს სიახლე ხელს შეუწყობს საამიროს ტრადიციების შენარჩუნებას.

"ინტერპრესნიუსი"