"ავფრინდით 144 მგზავრით და დავეშვით 145-ით" - თვითმფრინავში ქალმა იმშობიარა - კვირის პალიტრა

"ავფრინდით 144 მგზავრით და დავეშვით 145-ით" - თვითმფრინავში ქალმა იმშობიარა

კონგოელმა ქალმა დღეს „თურქეთის ავიახაზების“ (Turkish Airlines) ბორტზე იმშობიარა. Daily Sabah-ის ინფორმაციით, თვითმფრინავი გაბონის დედაქალაქ ლიბრევილიდან სტამბოლში მიფრინავდა.

მუსუმბა მიჩოუკაიემბეს ფრენის დროს ძლიერი სამშობიარო ტკივილები დაეწყო, ამ დროს თვითმფრინავი უკვე 13 000 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა. რადგანაც მშობიარობა უკვე დაწყებული იყო, მუსუმბას ქმარმა, რომელიც ექიმია, ეკიპაჟთან ერთად ბავშვის მისაღებად მოემზადნენ, მშობიარე თვითმფრინავის უკანა ნაწილში მოათავსეს, საიდანაც მგზავრები სხვა ადგილებზე გადაანაწილეს.

დედა და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ, თვითმფრინავის სტამბოლში დაჯდომისთანავე ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბიჭს მშობლებმა ბენელი დაარქვეს. გაგრძელება