სტრასბურგში მომხდარ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო - კვირის პალიტრა

სტრასბურგში მომხდარ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

სტრასბურგში მომხდარ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას "ისლამური სახელმწიფოს" საინფორმაციო პორტალი Amaq ავრცელებს.

ტერორისტული ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ "თავდამსხმელი "ისლამური სახელმწიფოს" ჯარისკაცი იყო".

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის ცენტრში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი ლიკვიდირებულია. ეჭვმიტანილი პოლიციასთან შეტაკების დროს, სამართალდამცავებმა მოკლეს. გარდაცვლილი 29 წლის შერიფ შეკარტია.

სტრასბურგში ორი დღის წინ, საშობაო ბაზრობაზე თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა და 13 დაშავდა.

"ინტერპრესნიუსი"