დონალდ ტრამპი ბავშვს: "სანტა-კლაუსის გჯერა? იცი, 7 წლის ასაკში მისი ბევრს არ სჯერა"
დონალდ ტრამპი ბავშვს: "სანტა-კლაუსის გჯერა? იცი, 7 წლის ასაკში მისი ბევრს არ სჯერა"
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა მონაწილეობა მიიღეს აქციაში "NORAD თვალს ადევნებს სანტას", რომლის ფარგლებში სპეციალურ საიტზე ინფორმაცია ვრცელდება გამოგონილ მარშრუტზე, რომლითაც სანტა კლაუსი ჩრდილოეთ პოლუსიდან მოფრინავს.

აღნიშნული აქციის ფარგლებში, აშშ-ს პრეზიდენტი და პირველი ლედი თეთრ სახლში სატელეფონო ზარებს პასუხობდნენ ბავშვებისგან.

ერთ-ერთ ასეთ ზარს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უპასუხა.

"სანტა-კლაუსის გჯერა? იცი, შვიდი წლის ასაკში ბევრს არ სჯერა სანტა-კლაუსის", - უპასუხა აშშ-ს პრეზიდენტმა ერთ-ერთ ბავშვს.

"NORAD თვალს
ადევნებს სანტას" ტრადიცია აშშ-ში 1955 წელს გაჩნდა, როდესაც სავაჭრო ცენტრის რეკლამაში შეცდომით იყო მითითებული აშშ-ს საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის კონტინენტალური სარდლობის (NORAD) ტელეფონის ნომერი, რომლითაც ბავშვებს სანტა-კლაუსისთვის შეეძლოთ დაერეკათ. მას შემდეგ სამხედროები ყოველ წელს იღებენ მონაწილეობას აღნიშნულ აქციაში და ბავშვებს უყვებიან სანტა-კლაუსის მოგზაურობის გამოგონილ მარშრუტზე.

"ინტერპრესნიუსი"

გრინჩი
02 იანვარი 2019 20:10
რა სისულელეა ... სანტა არ არსებობს...

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელია ღვინისთვის ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა?
/
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები