აშშ-მექსიკის საზღვარზე 8 წლის გვატემალელი მიგრანტი დაიღუპა - კვირის პალიტრა

აშშ-მექსიკის საზღვარზე 8 წლის გვატემალელი მიგრანტი დაიღუპა

აშშ-მექსიკის საზღვარზე 8 წლის გვატემალელი მიგრანტი დაიღუპა. როგორც იმიგრაციის სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, იგი ამერიკულ მხარეს ჰყავდა დაკავებული. როგორც ცნობილია, ბავშვს თავდაპირველად სიცხე ჰქონდა, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით კი ღებინება დაეწყო და მალევე გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ ეს ამერიკის საზღვარზე დაკავებული მცირეწლოვანი მიგრანტის გარდაცვალების მეორე შემთხვევაა ბოლო ერთი თვის განმავლობაში. ტეხასის კონგრესმენმა ხოაკინ კასტრომ ბავშვის გარდაცვალების გამოძიება კონგრესში მოითხოვა. მისი თქმით, აუცილებელია დამტკიცდეს, რომ ამერიკაში მიგრანტებს და თავშესაფრის მაძიებლებს ღირსეულად ექცევიან და მათთვის ყველანაირ სამედიცინო დახმარებას უზრუნველყოფენ.

"ინტერპრესნიუსი"