ათენის ცენტრში მდებარე ეკლესიასთან აფეთქება მოხდა
ათენის ცენტრში მდებარე ეკლესიასთან აფეთქება მოხდა
საბერძნეთის დედაქალაქ ათენის ცენტრში მდებარე ეკლესიასთან აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია პოლიციის თანამშრომელი, რომელიც ბომბს მიუახლოვდა. პოლიციელი უკვე ჰოსპიტალიზირებულია.

ინციდენტის ადგილი ბლოკირებულია სამართალდამცველების მიერ. აფეთქება ადგილობრივი დროით 07:10 საათზე მოხდა.

გარდა პოლიციელისა, ასევე დაშავებულია ეკლესიის დარაჯი, რომელმაც საეჭვო საგანი დაინახა და პოლიცია გამოიძახა. როგორც კი პოლიციელი აღნიშნულ საგანს მიუახლოვდა, აფეთქება მოხდა.

ბომბი ეკლესიის შესასვლელთან რკინის ყუთში იყო მოთავსებული.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?