თურქეთში ჩასულ ყველა ტურისტს მომავალი წლიდან ახალი გადასახადის გადახდა მოუწევს
თურქეთში ჩასულ ყველა ტურისტს მომავალი წლიდან ახალი გადასახადის გადახდა მოუწევს
2019 წლის 1-ელი იანვრიდან თურქეთში ჩასულ ტურისტებს უსაფრთხოების გადასახადის გადახდა მოუწევთ, რომლის ოდენობა 1.5 ევროთი განისაზღვრა. თანხას ტურისტები ქვეყნის აეროპორტებში ჩაფრენისთანავე გადაიხდიან.

თავდაპირველად დაგეგმილი იყო გადასახადის ოდენობის 3 ევროთი განსაზღვრა. თუმცა, შემდეგ თურქეთის ტურისტული სააგენტოების ასოციაციამ ქვეყნის ტურიზმისა და კულტურის მინისტრს მოსაკრებლის დაწევის თხოვნით მიმართა, რადგან მილიონობით ტურისტს უკვე გადახდილი ჰქონდა ქვეყანაში 2019 წლის დასვენების ხარჯები.

ახალ გადასახადს ყველა ქვეყნიდან ჩასული ტურისტი გადაიხდის.


"ინტერპრესნიუსი"


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?