"11 თვის ბავშვი იმან გადაარჩინა, რომ საწოლში იწვა და თბილად იყო გახვეული"
"11 თვის ბავშვი იმან გადაარჩინა, რომ საწოლში იწვა და თბილად იყო გახვეული"
რუსეთში, ქალაქ მაგნიტოგორსკში 31 დეკემბერს საცხოვრებელ სახლში გაზის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14 ადამიანამდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ მაშველებმა ნანგრევებში 11 თვის ბავშვი ცოცხალი იპოვეს. ჩელიაბინსკის ოლქის გუბერნატორის თქმით, მაშველებმა ბავშვის ტირილის ხმა გაიგონეს. “ბავშვი იმან გადაარჩინა, რომ ის საწოლში იწვა და თბილად იყო გახვეული”,- განაცხადა გუბერნატორმა.

შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს დილით, მაგნიტოგორსკში საცხოვრებელ სახლში გაზის აფეთქების შედეგად სადარბაზო ჩამოინგრა. ამ მომენტისთვის 30 ადამიანის ადგილსამყოფელი დაუდგენელია.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელია ღვინისთვის ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა?
/
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები