3-4 იანვარს წლის პირველ ასტრონომიულ სანახაობას - "კვადრანტიდსის" მეტეორების წვიმას ელოდებიან
3-4 იანვარს წლის პირველ ასტრონომიულ სანახაობას - "კვადრანტიდსის" მეტეორების წვიმას ელოდებიან
3-4 იანვარს წლის პირველ ასტრონომიულ სანახაობას -"კვადრანტიდსის" მეტეორების წვიმას ელიან.

სხვა წვიმისგან განსხვავებით, "კვადრანტიდსი" მცირე ხანს, მხოლოდ რამდენიმე საათით გრძელდება, რაც იმით არის გამოწვეული, რომ ასტეროიდ 2003 EH1-ს მიერ დატოვებული ნარჩენების ველი, დედამიწის ორბიტასთან მიმართებაში პერპენდიკულარულად მდებარეობს.

მცირეხნიანობის მიუხედავად, "კვადრანტიდსის" მეტეორების წვიმა ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურია - პიკის დროს მეტეორების რაოდენობა საათში 60-დან 100-მდე შეადგენს.

ასტრონომიულ მოვლენაზე დაკვირვება, რომელსაც სახელი თანავარსკვლავედის, "კვადრანს მურალისის" მიხედვით უწოდეს, მსურველებს 3 იანვრის ღამიდან 4 იანვრის
დილამდე შეეძლება.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ვინ არის პასუხისმგებელი დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ვინ არის პასუხისმგებელი დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე?