3-4 იანვარს წლის პირველ ასტრონომიულ სანახაობას - "კვადრანტიდსის" მეტეორების წვიმას ელოდებიან - კვირის პალიტრა

3-4 იანვარს წლის პირველ ასტრონომიულ სანახაობას - "კვადრანტიდსის" მეტეორების წვიმას ელოდებიან

3-4 იანვარს წლის პირველ ასტრონომიულ სანახაობას -"კვადრანტიდსის" მეტეორების წვიმას ელიან.

სხვა წვიმისგან განსხვავებით, "კვადრანტიდსი" მცირე ხანს, მხოლოდ რამდენიმე საათით გრძელდება, რაც იმით არის გამოწვეული, რომ ასტეროიდ 2003 EH1-ს მიერ დატოვებული ნარჩენების ველი, დედამიწის ორბიტასთან მიმართებაში პერპენდიკულარულად მდებარეობს.

მცირეხნიანობის მიუხედავად, "კვადრანტიდსის" მეტეორების წვიმა ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურია - პიკის დროს მეტეორების რაოდენობა საათში 60-დან 100-მდე შეადგენს.

ასტრონომიულ მოვლენაზე დაკვირვება, რომელსაც სახელი თანავარსკვლავედის, "კვადრანს მურალისის" მიხედვით უწოდეს, მსურველებს 3 იანვრის ღამიდან 4 იანვრის დილამდე შეეძლება.

"ინტერპრესნიუსი"