მექსიკაში, თანამდებობის დაკავებიდან რამდენიმე საათში, ერთ-ერთი ქალაქის მერი მოკლეს - კვირის პალიტრა

მექსიკაში, თანამდებობის დაკავებიდან რამდენიმე საათში, ერთ-ერთი ქალაქის მერი მოკლეს

მექსიკაში ოახაკას შტატის ერთ-ერთი ქალაქის მერი მოკლეს. ქალაქ ტლახიაკოს მერი, ალეხანდრო აპარისიო, რომელსაც თანამდებობა რამდენიმე საათის დაკავებული ჰქონდა, მაშინ მოკლეს, როდესაც ის მერიაში შეხვედრის ჩასატარებლად მიემართებოდა. მასთან ერთად დაიღუპა მისი თანმხლები ერთ-ერთი მაღალჩინოსანიც.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია დანაშულში ეჭვმიტანილი ერთი პირი.

ალეხანდრო აპარისიო პრეზიდენტ ანდრეს ლოპეს ობრადორის პარტიას წარმოადგენდა. მექსიკაში პოლიტიკოსებზე თავდასხმა ხშირად ხორციელდება. ოფიციალური მონაცემებით, 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის აგვისტომდე ქვეყანაში 175 პოლიტიკოსი მოკლეს.

"ინტერპრესნიუსი"