ჩრდილოეთ კორეის ლიდერი მოულოდნელად ჩინეთს ეწვია - კიმ ჩენ ინი პეკინში ცოლთან ერთად ჩავიდა
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი მოულოდნელად ჩინეთს ეწვია - კიმ ჩენ ინი პეკინში ცოლთან ერთად ჩავიდა
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი მოულოდნელად ჩინეთს ეწვია. იგი პეკინში მეუღლესთან ერთად ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის მიწვევით ჩავიდა.

კიმ ჩენ ინი ჩინეთის დედაქალაქში 10 იანვრამდე დაჩება. ჩრდილოეთ კორეის ლიდერს ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებიც ახლავს.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს კიმ ჩენ ინის მეოთხე ვიზიტია ჩინეთში. ჩინეთი ჩრდილოეთ კორეის მნიშვნელოვანი მოკავშირეა, იგი ასევე ფხენიანისთვის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელია ღვინისთვის ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა?
/
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
თვის კითხვადი სტატიები