"ბოდიშს ვიხდი ყველას წინაშე, რადგან ჩვენ რუსები ვართ" - რატომ დაუპირისპირდა საბჭოთა კინოლეგენდა პუტინს?
"ბოდიშს ვიხდი ყველას წინაშე, რადგან ჩვენ რუსები ვართ" - რატომ დაუპირისპირდა საბჭოთა კინოლეგენდა პუტინს?
ყველასათვის ცნობილ მსახიობ ლია ახეჯაკოვას არაერთხელ გამოუხატავს საკუთარი უარყოფითი  დამოკიდებულება ვლადიმირ პუტინის რეჟიმის მიმართ. საბჭოთა კინოლეგენდა რუსეთის პირველი პირს ხშირად აკრიტიკებს. მიუხედავად იმისა, რომ პუტინის რეჟიმის აგრესიულ პოლიტიკასთან უთანხმოების გამო, მუდმივად ზეწოლას განიცდის, არც ამჯერად მოერიდა მკაცრ განცხადებებს და მსოფლიო საზოგადოებას პუტინის ქმედებების გამო ბოდიში მოხადა და პატიება სთხოვა.

ახეჯაკოვამ საახალწლო ღამეს ერთ-ერთი რუსული ტელეარხის, "დოჟდის" ეთერში გააკეთა განცხადება. მან მწვავედ გააკრიტიკა პუტინი იმ ქმედებებისთვის, რაც მან წარსულში ჩაიდინა და
ამისათვის ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.

"ამ წელს რუსეთმა დიდი რაოდენობით დოპინგი მიიღო, მოწამლა ბრიტანეთის მოქალაქეები და ამერიკელი კოსმონავტების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო. ერთი სიტყვით, მან ისეთი რამ გააკეთა, რის გამოც ჩვენი, მომავალი თაობების და მთელი მსოფლიოს წინაშე ბოდიშის მოხდა მოუწევს", - განაცხადა ახეჯაკოვამ და იქვე დასძინა, რომ
რთულია ბოდიშის მოხდა, რადგან კრემლიც კი არ ფიქრობს უკან დახევაზე და უკვე გეგავს ახალ "სიბინძურეებს".

მან მსოფლიო საზოგადოებას პატიება სთხოვა იმის გამო, რომ რუსეთის ფედერაციის მოსახლეობამ ერთხელ აირჩია პუტინი და უკვე 20 წელია გრძელდება უზურპატორი და აგრესორი მმართველის პოლიტიკა.

"ბოდიშს ვიხდი ყველას წინაშე, რადგან ჩვენ რუსები ვართ" - განაცხადა ახეჯაკოვამ.(წყარო)

გიო
13 იანვარი 2019 10:15
აწი რაღა გვიჭირს. გულის მოფხანა საქმეს არ უშველის. ლიას გაკრიტიკების შემდეგ, პუტინი ბერად აღკვეცილა და ქვეანას დემოკრატები მართავენ.
ადამიანი
11 იანვარი 2019 04:40
Goreli2-ს. რა საინტერესო ადამიანი ჩანხარ. გორის დილა მოსკოვის სპარტაკს რომ ხვდებოდეს, დარწმუნებული ვარ სპარტაკს,, უბალეშჩიკებ,,! :)
goreli2
10 იანვარი 2019 11:39
...რუსი, სომეხი ჩერქეზი...თვითონ თუ იცის რა ეროვნებისაა...მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს,მთავარი ჩვენთვის ხომ მ ისი"რუსოჰობაა"და მორჩა," აშენდა" სოფელი,,,რა გრეტა გარბო და შერონ სტოუნი,ლია ახიჯაკოვა ყველას "გადაწონის"...არიქა არ გამოგერპაროთ,როგორც წინა ორი,ესეც დაბლოკეთ...

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ვინ არის პასუხისმგებელი დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ვინ არის პასუხისმგებელი დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე?