"ბოდიშს ვიხდი ყველას წინაშე, რადგან ჩვენ რუსები ვართ" - რატომ დაუპირისპირდა საბჭოთა კინოლეგენდა პუტინს?
"ბოდიშს ვიხდი ყველას წინაშე, რადგან ჩვენ რუსები ვართ" - რატომ დაუპირისპირდა საბჭოთა კინოლეგენდა პუტინს?
ყველასათვის ცნობილ მსახიობ ლია ახეჯაკოვას არაერთხელ გამოუხატავს საკუთარი უარყოფითი  დამოკიდებულება ვლადიმირ პუტინის რეჟიმის მიმართ. საბჭოთა კინოლეგენდა რუსეთის პირველი პირს ხშირად აკრიტიკებს. მიუხედავად იმისა, რომ პუტინის რეჟიმის აგრესიულ პოლიტიკასთან უთანხმოების გამო, მუდმივად ზეწოლას განიცდის, არც ამჯერად მოერიდა მკაცრ განცხადებებს და მსოფლიო საზოგადოებას პუტინის ქმედებების გამო ბოდიში მოხადა და პატიება სთხოვა.

ახეჯაკოვამ საახალწლო ღამეს ერთ-ერთი რუსული ტელეარხის, "დოჟდის" ეთერში გააკეთა განცხადება. მან მწვავედ გააკრიტიკა პუტინი იმ ქმედებებისთვის, რაც მან წარსულში ჩაიდინა და
ამისათვის ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.

"ამ წელს რუსეთმა დიდი რაოდენობით დოპინგი მიიღო, მოწამლა ბრიტანეთის მოქალაქეები და ამერიკელი კოსმონავტების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო. ერთი სიტყვით, მან ისეთი რამ გააკეთა, რის გამოც ჩვენი, მომავალი თაობების და მთელი მსოფლიოს წინაშე ბოდიშის მოხდა მოუწევს", - განაცხადა ახეჯაკოვამ და იქვე დასძინა, რომ
რთულია ბოდიშის მოხდა, რადგან კრემლიც კი არ ფიქრობს უკან დახევაზე და უკვე გეგავს ახალ "სიბინძურეებს".

მან მსოფლიო საზოგადოებას პატიება სთხოვა იმის გამო, რომ რუსეთის ფედერაციის მოსახლეობამ ერთხელ აირჩია პუტინი და უკვე 20 წელია გრძელდება უზურპატორი და აგრესორი მმართველის პოლიტიკა.

"ბოდიშს ვიხდი ყველას წინაშე, რადგან ჩვენ რუსები ვართ" - განაცხადა ახეჯაკოვამ.(წყარო)

მკითხველის კომენტარი (20)
გიო
13 იანვარი 2019 10:15
აწი რაღა გვიჭირს. გულის მოფხანა საქმეს არ უშველის. ლიას გაკრიტიკების შემდეგ, პუტინი ბერად აღკვეცილა და ქვეანას დემოკრატები მართავენ.
ადამიანი
11 იანვარი 2019 04:40
Goreli2-ს. რა საინტერესო ადამიანი ჩანხარ. გორის დილა მოსკოვის სპარტაკს რომ ხვდებოდეს, დარწმუნებული ვარ სპარტაკს,, უბალეშჩიკებ,,! :)
goreli2
10 იანვარი 2019 11:39
...რუსი, სომეხი ჩერქეზი...თვითონ თუ იცის რა ეროვნებისაა...მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს,მთავარი ჩვენთვის ხომ მ ისი"რუსოჰობაა"და მორჩა," აშენდა" სოფელი,,,რა გრეტა გარბო და შერონ სტოუნი,ლია ახიჯაკოვა ყველას "გადაწონის"...არიქა არ გამოგერპაროთ,როგორც წინა ორი,ესეც დაბლოკეთ...
მიხო
09 იანვარი 2019 20:17
ლია ახეჯაკოვა არ არის სომეხი, ერვნებით ის ჩერქეზია, ადიღეს რესპუბლიკიდან. ის მართლაც არაჩვეულებრივი მსახიობი და მამაცი ქალბატონია...
ვალიკო ცირამუა
09 იანვარი 2019 18:23
ერთი წლის წინ გარდაიცვალა საწყალი და მანამდე თუ თქვა არ ვიცი
...
09 იანვარი 2019 18:04
ლია ახიჯალოვა არც სომეხია და არც ევრაელი. ის არის ადიღეელი არისტოკრატის შთამომავალი
ლიკა
09 იანვარი 2019 16:16
ახიჯაკოვა კი ხვდება , ზოგი ქართველისგნ განსხვავებით
daviti
09 იანვარი 2019 14:45
ყოჩაღ ლია ახეჯაკოვას. საქართველოში პუტინის ლანძღვა ადვილია, აბა წადი და რუსეთში გააკეთე და თან იქ იცხოვრე ესაა ძნელი. ისე ახეჯაკოვა ეროვნებით არის სომეხი და არა ებრაელი, მაგრამ არის რუსი მსახიობი
saba
09 იანვარი 2019 14:34
გააძლიეროს ღმერთმა ქალბატონი ლია ახეჯაკოვა,რუსეთში უკვე მასირად აზროვნებს ხალხი ასე,ხალხი ხვდება ვინ ვის სიტყვებსაა აყოლილი და რატომაა საქართველო ამ მდგომარეობაში და ალბათ მოისმენდით მაქსიმ შევჩენკოს აზრსაც სადაც ჩვენს მტერს ის პირდაპირ ასახელებს!
ჯულიეტა
09 იანვარი 2019 13:39
უფალმა გააძლიეროს ქ.ლია ახეჯაკოვა მოამრავლოს ასეთი გონიერი ადამიანები საბჭოთა რუსეთში , რომლის მართველები სწრაფი ტემპით მიიწევენ მსოფლიოს ერთმართველი სისტემის შექმნისკენ და როგორც,მართლმადიდებლური ქრისტიანული სახელმწიფო არაფერი ნიშანი რჩება მათი ამ ნათელი გზისა მათში... მართლაც და პუტინმა,მთლიანად ანტექრისტეს მარწუხებში მოაქცია რუსეთი და მთელ მსოფლიოს ამ მეთოდებით წამლავს,იმედია არიან ჭეშმარიტად მოაზროვნე ადამიანები და წინ აღუდგებიან მათ უღმერთოებას, რამეთუ პუტინს ომი ქრისტეს წინააღმდეგ აქვს გაჩაღებული და ვერც კი ათვითცნობიერებს რას უმზადებს თავის მოდგმას ...არც ისე დიდი დროა გასული რაც ჰიტლერს დაემართა ის პერიოდი მონაგონი იქნება,ის დასაწყისი იყო ახლა კი ამ გაუკუღმართებული მართველებით გაბინძურებულ ქვეყნებსა და სამყაროს დასასრულია მოახლოებული...და ახლით შეცვლააა სადაც საბოლოოდ განმტკიცდება ქრისტეს მეუფება.გიხაროდეთ ქართველებო ქართველობა,ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა დაამოწმებს თავის ჭეშმარიტებას და დაანახებს მსოფლიოს რა მისია აკისრია.ღმერთს ებარებოდეთ.ამინ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ვინ არის პასუხისმგებელი დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ვინ არის პასუხისმგებელი დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე?