ერდოღანი: "თურქეთში კანაფის მოყვანის აღორძინებაა საჭირო" - კვირის პალიტრა

ერდოღანი: "თურქეთში კანაფის მოყვანის აღორძინებაა საჭირო"

თურქეთში საჭიროა კანაფის მოყვანის აღორძინება, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში ადგილობრივი თვითმმართველობის სიმპოზიუმზე სიტყვით გამოსვლისას.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უნდა შეწყდეს პოლიეთილენის პარკების გამოყენება და მათი ჩანაცვლება უნდა მოხდეს კანაფის ძაფისგან დამზადებული ბადეებით.

"ადრე რიზეში კანაფი მოჰყავდათ და მისგან ძაფებს ამზადებდნენ, რომლისგანაც ბადეები კეთდებოდა. ახლა კი კანაფი არ მოგვყავს მტრების გამო, რომლებიც თავს ჩვენს მეგობრებად ასაღებენ. იმედია, სოფლის მეურნეობის სამინისტრო საჭირო ნაბიჯებს გადადგამს ამ მიმართულებით, რათა კანაფის წარმოება განახლდეს“, - დასძინა ერდოღანმა.