რუსეთში "კანონიერი ქურდის" დაკრძალვაზე კუბო პოლიციელებს მიჰქონდათ - კვირის პალიტრა

რუსეთში "კანონიერი ქურდის" დაკრძალვაზე კუბო პოლიციელებს მიჰქონდათ

რუსეთში, ხაბაროვსკის ოლქში "კანონიერი ქურდის" დაკრძალვას სკანდალი მოჰყვა. Topnews.ru წერს, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელიც ამურსკში ადგილობრივი "ავტორიტეტის", იური ზარუბინის, მეტსახელად ზარუბას დაკრძალვას ასახავს. სპეციალურად პროცესიისთვის ქუჩებზე მოძრაობა გადაკეტეს, რამაც საცობი გამოიწვია. ადგილობრივი მცხოვრებლები კი ამბობენ, რომ კუბო პროკურატურისა და პოლიციის თანამშრომლებს მიჰქონდათ.

ინფორმაციასთან დაკავშირებით რეგიონის შს განყოფილებამ მოკვლევა დაიწყო.

Ambebi.ge

იხილეთ ვიდეო