"ხალხი მიყურებს და ფიქრობს, რომ ძალიან მდიდარი ვარ, თუმცა არაფერს ვაკეთებ" - ვინ არის საქართველოში დაბადებული, რუსული "ცემენტის მეფე"? - კვირის პალიტრა

"ხალხი მიყურებს და ფიქრობს, რომ ძალიან მდიდარი ვარ, თუმცა არაფერს ვაკეთებ" - ვინ არის საქართველოში დაბადებული, რუსული "ცემენტის მეფე"?

მის სახელს უკავშირდება უამრავი ჭორი, ლეგენდა, ინტრიგა. მას "ადანაშაულებენ" რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირის გამო. ბიზნესმენი ფილარეტ გალჩევი რუსეთში მოღვაწე 200 ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში შედის. ის "ფორბსის" 2013 წლის რეიტინგში  რუს მილიარდერთა ოცეულში შევიდა.

ფოტოგალერეა

ვინ არის საქართველოში დაბადებული, რუსეთში მოღვაწე "ცემენტის მეფე"?

როგორ დაიწყო ყველაფერი ფილარეტ გალჩევი 1963 წლის 26 მაისს საქართველოში, წალკის რაიონის სოფელ ტარსონში დაიბადა. ამბობენ, რომ საქართველოსთან კავშირს დღემდე არ წყვეტს, მეტიც, ხშირად უსვამს ხაზს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს არის დაბადებული...  2013 წელს კი 50 წლის იუბილე სწორედ საქართველოში გადაიხადა.

ჰყავს უფროსი ძმა რომეო, რომელიც "ევროცემენტ ჯგუფის" ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებს.

1991 წელს ფილარეტმა მოსკოვის სამთო მრეწველობის ინსტიტუტი დაამთავრა, 1999 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, რომელიც რუსეთში ნახშირის ბაზრის განვითარებას შეეხებოდა.

2004 წელს მოსკოვის სახელმწიფო სამთო უნივერსიტეტში ფილარეტი ეკონომიკის კათედრის პროფესორი გახდა და ლექციების კითხვა დაიწყო.

როგორც ის ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, ახალგაზრდობაში ერთდროულად რამდენიმე ადგილას მუშაობდა: მათ შორის ინსტიტუტში ასრულებდა კომენდანტის მოვალეობას, დაკავებული იყო მეცნიერებით და მუშაობდა ვაგონების მტვირთავადაც. დღე-ღამის განმავლობაში კი მხოლოდ 3 საათი ეძინა.

პირველი ნაბიჯები

დიპლომის აღების შემდეგ ის სკოჩინსკის სახელობის სამთო ინსტიტუტში ექსპერტად მიიწვიეს. მალევე მან მუშაობა დაიწყო საერთაშორისო სავაჭრო სახლში გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. 1997 წლის გაზაფხულზე გალჩევმა გადაწყვიტა საკუთარი ბიზნესი დაეწყო. გამოცდილება და საქმიანი კავშირები დაეხმარა შეექმნა დახურული სააქციოა საზოგადოება "როსუგოლბიტი", მომდევნო წელს ის კრასნოიარსკის ქვანახშირის კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეც გახდა. გარკვეული დროის შემდეგ, მან ორივე საწარმოში თავისი აქტივები გაყიდა, რის შედეგადაც 120 მილიონი დოლარი მიიღო.

"ცემენტის მეფე"

2000 წელს გალჩევმა თავის პარტნიორ სერგეი გენერალოვთან ერთად თანაბარი უფლებებით იყიდა კომპანია "კრასუგოლი". საწარმოში კატასტროფული ვითარება სუფევდა, ვალის ოდენობა 5 მილიარდ დოლარს შეადგენდა, თანამშრომლებს ხელფასი თვეების განმავლობაში არ ჰქონდათ აღებული. ამის ფონზე, საკუთარ ძალებში დარწმუნებულმა გალიჩევმა გაკოტრების პირას მისული კომპანია მოდერნიზაციის წყალობით ჭაობიდან ამოიყვანა. მან, პირველ რიგში, არსებული მენეჯმენტი პროფესიონალმა ბიზნეს გუნდმა შეცვალა, მომდევნო თვეში თანამშრომლებს ხელფასი აუნაზღაურეს, შემდეგ კი გადასახადების გადახდა დაიწყეს.

2004 წელს, ბაზრის გაანალიზების შემდეგ გალჩევმა გადაწყვიტა ცემენტის ბიზნესში ჩართვა, რომელიც იმ დროს ყველაზე პერსპექტიული იყო. თავის პარტნიორთან, გიორგი კრასიანსკთან ერთად იყიდა "შტერნ-ცემენტი", რომელიც იმ დროს ცემენტის რამდენიმე ქარხანას ფლობდა. ინვესტორმა მას სახელი გადაარქვა და ჰოლდინგად გამოაცხადა.

დღეს ჰოლდინგი აერთიანებს 16 სპეციალიზებულ საწარმოს. იქ ცემენტის ყველა სახეობა იწარმოება, რომელიც რუსეთის 50 რეგიონში და საზღვარგარეთაც გააქვთ. ჰოლდინგის ერთადერთი მფლობელი თავად გალჩევია.

ფილარეტ გალჩევს მრავალი ჯილდო და ტიტული აქვს მიღებული. დაწერილი აქვს 22 სამეცნიერო სტატია, მათი უმეტესობა ნახშირის, როგორც პროდუქტისი კომერციალიზაციას შეეხება. ფილარეტ გალჩევი ცოლთან ერთად

ოჯახი და პირადი ცხოვრება გალჩევის პირადი ცხოვრების შესახებ არც  ისე ბევრი ინფორმაცია იძებნება. ის ყველანაირად ცდილობს ოჯახის წევრებისა და ახლობლების დაცვას ჟურნალისტებისგან.

55 წლის ბიზნესმენს ჰყავს ცოლი ელენა მარკიტანოვა და ქალ-ვაჟი - ალინა და ილია.

2006 წელს ჟურნალმა "ფორბსმა"გალჩევი რუსეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში შეიყვანა. მისმა შემოსავალმა მაქსიმუმს, 2013 წელს მიაღწია და 6,7 მილიარდი დოლარი შეადგინა.

საზოგადოება ბიზნესმენებთან დაკავშირებულ ყველაფერს ამჩნევს, არც გალჩევია გამონაკლისი, მაგალითად მისი სათვალე, პრესტიჟულ დანიურ კომპანიას ეკუთვნის და მინიმალუირ ღირებულება 160 000 რუბლია.

მედიაში სკანდალი გამოიწვია მისმა წარმომავლობამ. ის წარმოშობით ბერზენი და  საბერძნეთის მოქალაქეობაც აქვს. ამ ქვეყნის პაპორტის მიხედვით, მისი სახელი და გვარია ფილარეტოს კალციდისია.

გალჩევი ხშირად ამბობს: "ხალხი მიყურებს და ფიქრობს, რომ ძალიან მდიდარი ვარ, თავად კი არაფერს ვაკეთებ. თუმცა, ბევრი სხვა ბიზნესმენების მსგავსად არ ვიცი როგორ დავისვენო, აი, საშუალო დონის მენეჯერებს კი, ჩვემგან განსხვავებით ბევრი თავისუფალი დრო აქვთ".

იხილეთ ფოტოგალერეა

(სპეციალურად საიტისთვის)