დედოფალ ელისაბედის ქმარი ავარიაში მოჰყვა - კვირის პალიტრა

დედოფალ ელისაბედის ქმარი ავარიაში მოჰყვა

ბრიტანეთის დედოფლის ქმარი, პრინცი ფილიპი ავარიაში მოჰყვა, თუმცა CNN-ის ცნობით, უვნებლად გადარჩა. 97 წლის პრინცის "ლენდ როვერი" ინციდენტის დროს ამობრუნდა, ის ავტომობილს თავად მართავდა.

შემთხვევა დედოფლის სანდრინგემის სასახლესთან ახლოს მოხდა, ფოტოებზე ჩანს ამობრუნებული მანქანა, რომლის წინა მარცხენა კარი მნიშვნელოვნად არის დაზიანებული, ბრიტანეთში ავტომობილებს საჭე მარჯვნივ აქვს.

პოლიციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მეორე მძღოლს და ქალს, რომელიც მანქანაში იმყოფებოდნენ, სხეულის დაზიანებები აქვთ და საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

რაც შეეხება თავად ფილიპს, ედინბურგის ჰერცოგი ექიმმა სანდრინგემში მოინახულა.

ავარიის ამსახველი ფოტოები ტაბლოიდებმა ბრიტანეთში გუშინ გაავრცელეს, მათ შორის - "დეილი მეილმა" და "სანმა". "დეილი ტელეგრაფი" კი აღნიშნავს, რომ პრინცი "სასწაულით გადარჩა". გაგრძელება

იხილეთ ვიდეო