ლუკაშენკომ ოპოზიცია "ხალხის მტრად" მონათლა - კვირის პალიტრა

ლუკაშენკომ ოპოზიცია "ხალხის მტრად" მონათლა

მინსკში, პროფკავშირების ყრილობაზე, ბელორუსიის ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ოპოზიციის წევრებს ხალხის მტრები და პოპულისტები უწოდა. "ბატკამ" უარყო

თავისი მოწინააღმდეგეების ბრალდება, თითქოს საპრეზიდენტო არჩევნების წინ ის თავისი ამომრჩევლების გადაბირებას ცდილობს ხელფასის გაზრდის დაპირებით. "სულაც არ მინდა პრეზიდენტობა, თუ ხალხი იფიქრებს, რომ თვალში ნაცარს აყრიან", - თქვა ბელორუსიის ლიდერმა.

ალექსანდრ ლუკაშენკომ პირობა დადო, - არ ჩავერევი პოლიტიკური პარტიების საქმიანობაში, მათ საკუთარ წვენში მოხარშვის საშუალებას მივცემო და ხაზგასმით აღნიშნა ბელორუსიას სამოქალაქო საზოგადოების შესაქმნელად არ სჭირდება უცხოეთის დახმარებაო.

ბელორუსიის პარლამენტმა თითქმის ერთხმად დაუჭირა მხარი ქვეყანაში ვადამდე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას 19 დეკემბერს. ლუკაშენკოს ჯერ არ გადაუწყვეტია მეხუთედ გაპრეზიდენტება. "თუ ჯანმრთელობა არ მიმტყუნებს და ქვეყანაშიც არ გაუარესდება პოლიტიკური მდგომარეობა, ალბათ თანახმა ვიქნებიო", - აცხადებს ლუკაშენკო.

ექსპერტები კი ვარაუდობენ, რომ ვადამდე არჩევნები სწორედ იმიტომ დაინიშნა დეკემბერში, რომ წლის დამლევს რუსეთ-ბელორუსიის მორიგი მოლაპარაკება არის დანიშნული ნავთობისა და გაზის ტარიფთან დაკავშირებით, რასაც ეკონომიკური ვითარების დაძაბვა მოჰყვება.

"ნეზავისიმაია გაზეტა", რუსეთი