შეძლებს ყირგიზეთი გახდეს დემოკრატიული ქვეყანა? - კვირის პალიტრა

შეძლებს ყირგიზეთი გახდეს დემოკრატიული ქვეყანა?

ყირგიზეთის მოქალაქეებს ურჩევიათ, რომ ამერიკელებმა დააფასონ მათი სწრაფვა დემოკრატისაკენ და არა ის, თუ რა სარგებლის მოტანა შეუძლიათ მათ ავღანეთთან ომში, წერს The washington post-ში National democratic Institut-ის თავმჯდომარე თომას ე. დეშლე, რომელიც ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა ბიშკეკში.

ზოგიერთ ამერიკელ ექსპერტს მიაჩნია - ყირგიზეთი მნიშვნელოვანია იმით, რომ ეს არის ადგილი, სადაც განთავსებულია აშშ-ის ავიაბაზა საიდანაც მარაგდება ავღანეთში კონტინგენტი.

აშშ-ის ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ ბაზის საკითხთან დაკავშირებით ყირგიზეთის ამჟამინდელი მთავრობა ნაკლებად დამყოლია, ვიდრე ბაკიევის რეჟიმი, რაც რა თქმა უნდა, ახალ თავის ტკივილს უჩენს ამერიკის შეერთებულ შტატებს.

ვითარებას მე სხვანაირად ვუყურებ: ყირგიზეთი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მას რეგიონში მაქსიმალური დემოკრატიული პოტენციალი აქვს - ამჟამად ყირგიზეთი გზაჯვარედინზე დგას და მისი შემდგომი ბედი უდიდეს გავლენას მოახდენს მთელ რეგიონზე, წერს სტატიის ავტორი.

ავტორის აზრით, რესპუბლიკის დროებითმა მთავრობამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა დემოკრატიული რეფორმებისკენ, მაგრამ დემოკრატიული მოდელი გარანტირებული არ არის.

თომას დაშლეს მიაჩნია, რომ თუ ყირგიზეთს არავინ დაეხმარა პრობლემების გადაწყვეტაში, შესაძლოა ისევ აღორძინდეს ავტორიტარიზმი, ექსტრემიტიზმი. ეს კატასტროფა იქნება ყირგიზეთის მცხოვრებლებისათვის, რეგიონის სტაბილურობისა და აშშ-ის სტრატეგიული ინტერესებისათვის.

თომას დაშლე საერთაშორისო საზოგადოებრიობას მოუწოდეს მხარი დაუჭიროს ყირგიზეთში დემოკრატიულ პრინციპებს.

ვაშინგტონ პოსტი, აშშ