"თუ დაგვიჭერდნენ, აუცილებლად მოგვკლავდნენ"
"თუ დაგვიჭერდნენ, აუცილებლად მოგვკლავდნენ"
ამ ცოტა ხნის წინ მსოფლიო საზოგადოების ყურადღება საუდის არაბეთის მოქალაქემ რაჰაფ ქუნუნმა მიიპყრო, რომელიც საკუთარი სამშობლოდან გამოიქცა. 18 წლის გოგონას ისლამის უარყოფის გამო ოჯახის წევრები მოკვლით ემუქრებოდნენ. ქუნუნს გაერომ ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა, კანადამ კი თავშესაფარი მისცა.

სამწუხაროდ, რაჰაფ ქუნუნი ერთადერთი არ არის, რომელიც საუდის არაბეთიდან გაიქცა და საკუთარ პრობლემებზე ხმამაღლა ალაპარაკდა. "ბიბისი" აქვეყნებს კიდევ ერთი მუსლიმი ქალის შესახებ ისტორიას.

24 წლის სალვამ და მისმა 19 წლის დამ საუდის არაბეთი 8
თვის წინ დატოვეს და ახლა კანადაში, მონრეალში ცხოვრობენ.

მზადება გაქცევისათვის

გაქცევას 6 წელი ვგეგმავდით, ამისათვის საჭირო იყო პასპორტი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ დოკუმენტების მიღება მეურვის ნებართვის შემთხვევაშია შესაძლებელი (საუდის არაბეთში ქალებს ბევრ საკითხში მამაკაცის ნებართვა სჭირდებათ).

საბედნიეროდ, პირადობის მოწმობა მქონდა, ოჯახის ამის გაკეთებას მაშინ
დათანხმდა, როდესაც უნივერსიტეტში ვსწავლობდი. პასპორტიც მქონდა, რადგან ორი წლის წინ, ინგლისურის გამოცდის ჩასაბარებლად დამჭირდა მისი აღება.

თუმცა პასპორტი ოჯახის წევრებს ჰქონდათ, საჭირო იყო მისი დაბრუნება. ერთ დღესაც, სახლის გასაღები ძმას მოვპარე და ასლის გასაკეთებლად სახლიდან გავიპარე. სახლიდან გავსლის ნებართვა ოჯახის წევრებისგან უნდა ამეღო, მაგრამ მაშინ გავედი, როცა ყველას ეძინა.

ერთ საღამოს, როდესაც მამას ეძინა, მისი ტელეფონი ავიღე, რომლის დახმარებით შევედი საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე მის მონაცემებში და მითითებული ტელეფონის ნომერი ჩემით შევცვალე. ამის შემდეგ მისი "ექაუნთის" გამოყენებით, თანხმობა მივეცი იმას, რომ მე და ჩემს დას ქვეყანა დაგვეტოვებინა.

გაქცევა

ღამით, იმ დროს გავიქეცით, როცა ყველას ეძინა. მანქანის მართვა არცერთმა ვიცით, ამიტომ ტაქსი გამოვიძახე, საბედნიეროდ, საუდის არაბეთში ყველა ტაქსისტი უცხოელია, ამიტომ ეჭვი არ გასჩენიათ თუ რას ვაკეთებდით ორი ახალგაზრდა ქალი ღამით ქუჩაში. ქალაქ ერ-რიადიდან არც ისე მოშორებით მყოფ მეფე ჰალიდის სახელობის აეროპორტში წავედით, ვიცოდით, რომ თუ დაგვიჭერდნენ, აუცილებლად მოგვკლავდნენ. უნივერსიტეტში სწავლის ბოლო წელს საავადმყოფოში დავიწყე მუშაობა და ამ ფულით შევძელი თვითმფრინავის ბილეთისა და გერმანიაში სატრანზიტო ვიზის მოპოვება. აქამდე არასდროს მიფრენია და ერთდროულად ვგრძნობდი ბედნიერებასაც და შიშსაც.
მამამ აღმოაჩინა, რომ სახლში არ ვიყავით, იმ წუთას პოლიციაში განაცხადა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

სხვა ქვეყანა...

საუდის არაბეთში ქალებისთის ცხოვრება არ არსებობს. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სახლში დავბრუნდი, სადაც მთელი დღეები მიწევდა ყოფნა. განვიცდიდი ფსიქოლოგიურ ზეწოლას, სულ მეუბნებოდნენ, რომ მამაკაცები ქალებზე უკეთესნი არიან.

გერმანიაში ჩასულმა იურისტის ძებნა დავიწყე, რათა თავშესაფრის მისაღებად განცხადება დამეწერა, შევადგინე დოკუმენტები, სადაც ჩემი ისტორია გადმოვეცი.

ავირჩიე კანადა, რადგან ამ ქვეყანას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ერთ-ერთი კარგი რეპუტაცია აქვს. ყოველთვის ვადევნებდი თვალს ინფორმაციებს იმის შესახებ, რომ კანადაში სირიელ ლტოლვილებს იღებდნენ და ვიფიქრე, რომ ეს საუკეთესო ადგილი იქნებოდა.
თავშესაფრის შესახებ თხოვნა დამიკმაყოფილეს. როდესაც ტორონტოში ჩავფრინდი და კანადის დროშა დავინახე, გამარჯვების შესანიშნავი გრძნობა დამეუფალა.

ახლა მონრეალში დასთან ერთად ვცხოვრობ. ყველაფერი კარგადაა, არავინ გვაიძულებს ის გავაკეთოთ, რაც არ მოგვწონს და არ გვინდა.

საუდის არაბეთში შეიძლება გაცილებით მეტი ფული გქონდეს, მაგრამ აქ უკეთესია, როცა მინდა მაშინ გავდივარ სახლიდან, ნებართვა არავისგან მჭირდება, უბრალოდ გავდივარ და ქუჩებში ვსეირნობ, მაცვია ის, რაც მინდა. ძალიან ბედნიერი ვარ, თავს თავისუფლად ვგრძნობ. (წყარო)

მოამზადა თეა ბეჟიტაშვილმა

ლიზიკო
03 თებერვალი 2019 14:39
აბა ჰე. ილანძღეთ.აფრქვიეთ სიძულვილის კომენტარები. ---მოგეშვათ გულზე. ? ასეთ ადამიანებს მოდი და გაუზიარე ან სიხარული,ან გაჭირვება. შორს ჩემგან ბოღმის ბუკეტებო
ადამიანი
03 თებერვალი 2019 02:55
თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია!!!... დატკბით ცხოვრებით და წარმატებებს გისურვებთ! ზოგიერთი კომენტარის ავტორებს როგორ გისურვოთ გამოქვაბულში დაბრუნება?(ისე კი იმსახურებთ) კითხვა მაქვს--- ,,სატანა,, დასავლეთ ევროპიდან, ამერიკიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან, იაპონიიდან ან სამხ.კორეადან გაქცეული ვინმე ლტოლვილი საუდის არაბეტში, ჩრდ. კორეაში, კუბაში, რუსეთში,ან ვენესუელაში თუ გინახავთ ან გაგიგიათ? და რატომ? მარტივი შეკითხვაა და პასუხიც უმარტივესია... :)
ყველას თავის გზა აქვს
30 იანვარი 2019 09:57
თავისუფლება ადამიანს თვით შემოქმედმა მიანიჭა და არავის კაცთაგან არ ააქვს მისი შეზღუდვის უფლება.

არჩევანის გაკეთება ყველა ადამიანს აქვს და ადამიანი ცხოველი არაა სადმე "გამოაბა" და ისე ამყოფო.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები