"კიდევ რომ უნდა ამეღო, დაცვამ გამომიჭირა" - კაცი, რომელიც დავოსში "ქუდების მოპარვისთვის" კინაღამ დააკავეს, პრეზიდენტობის კანდიდატი აღმოჩნდა
"კიდევ რომ უნდა ამეღო, დაცვამ გამომიჭირა" - კაცი, რომელიც დავოსში "ქუდების მოპარვისთვის" კინაღამ დააკავეს, პრეზიდენტობის კანდიდატი აღმოჩნდა
დავოსში, სადაც საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს და რომელიც მსოფლიოს ლიდერებს მასპინძლობს, უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი იგორ შევჩენკო დაპატიმრებას გადაურჩა. საქმე იმაშია, რომ შევჩენკომ ფორუმის მონაწილეებისთვის სუვენირების სახით დამზადებული უფასო ქუდები "მოიპარა". ამის შესახებ ინფორმაცია თავად შევჩენკომ "ფეისბუკში" გაავრცელა. როგორც ის ამბობს, ქუდების წაღება მეგობრებმა სთხოვეს.

"ასეთი მხოლოდ ერთი ცალი ქუდის აღება შეგიძლია. შევჩენკო არ ვიქნებოდი, თუ მეგობრების გულისთვის "ქუდების მაქინაციას" არ დავატრიალებდი. დილით, 6 საათზე გავიღვიძე, თუმცა იმ დროსაც კი, ლურჯი
ქუდების დაპატრონების მსურველები ნამეტანი ბევრნი იყვნენ. რიგში ჩადგომა მომიწია და ადგილზე მისულმა 4 ცალი ქუდი ავიღე, მეტის აღების უფლება სინდისმა არ მომცა. თუმცა ათი მეტრის გავლის შემდეგ, მივხვდი, რომ მაინც ცოტა წამოვიღე.

უკან მივბრუნდი, კიდევ რომ ამეღო, თუმცა მოულოდნელად დაცვა გამოჩნდა და მითხრა, რომ უკვე
საკმარისზე მეტი მქონდა აღებული, ამიტომ ტერიტორია სასწრაფოდ უნდა დამეტოვებინა. თუმცა მე რის უკრიანელი ვიქნებოდი საიტუაცია ჩემს ჩემს სასარგებლოდ რომ არ შემომეტრილებინა. რთული დიპლომატიური მოლაპარაკებების შემდეგ მან "ნება დამრთო" კიდევ ერთი ქუდი ამეღო მხოლოდ იმ პირობით, რომ მას ეს არ დაუნახავს. ეს ბატონი დემონტსრაციულად შებრუნდა, მე კი უცებ ხელი დავსტაცე ქუდს. მეგობრების გამო, რაზე არ წახვალ ადამიანი", - დაწერა პოლიტიკოსმა.

მოგვიანებით, შევჩენკომ "ფეისბუკში" განათავსა ფოტო, წარწერით "დავოსური მონაპოვარი". ფოტოზე ჩანს ხუთი ლურჯი ქუდი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში საპრეზიდენტი არჩევნები 31 მარტს გაიმართება. (წყარო)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს  საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თვის კითხვადი სტატიები