ტრაგიკულად დასრულებული ამბავი - 13-დღიანი ოპერაციის შემდეგ ასი მეტრის სიღრმის ჭაში ჩავარდნილი 2 წლის ბიჭუნა გარდაცვლილი ამოიყვანეს
ტრაგიკულად დასრულებული ამბავი - 13-დღიანი ოპერაციის შემდეგ ასი მეტრის სიღრმის ჭაში ჩავარდნილი 2 წლის ბიჭუნა გარდაცვლილი ამოიყვანეს
13-დღი­ა­ნი სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცია ეს­პა­ნეთ­ში ტრა­გი­კუ­ლად დას­რულ­და - 110 მეტ­რის სიღ­რმის ჭაში ჩა­ვარ­დნი­ლი ორი წლის ბი­ჭუ­ნა, მაშ­ვე­ლებ­მა გარ­დაც­ვლი­ლი ამო­იყ­ვა­ნეს.

ბი­ჭის სხე­ულს მაშ­ვე­ლებ­მა 26 იან­ვარს, ხან­გრძლი­ვი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ მი­აკ­ვლი­ეს. ხუ­ლენ რო­სელ­ლო (Julen Rosello) ვიწ­რო ხვრელ­ში 13 იან­ვარს ჩა­ვარ­და, როცა ეს­პა­ნე­თის სამ­ხრე­თით, ტო­ტა­ლან­ში მშობ­ლებ­თან ერ­თად პიკ­ნიკ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და.

სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ამ ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო, თუმ­ცა 26 იან­ვარს, სამ­წუ­ხა­რო ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა:

"ღა­მით 1:25 სა­ათ­ზე სა­მაშ­ვე­ლო ჯგუფ­მა მი­აღ­წია ად­გილს, სა­დაც ბიჭი
ეგუ­ლე­ბო­დათ და სამ­წუ­ხა­როდ, მისი უსი­ცო­ცხლო სხე­უ­ლი იპო­ვეს. ჩემი სამ­ძი­მა­რი ოჯახს" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა პედ­რო სან­ჩეს­მაც გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა: "მთე­ლი ეს­პა­ნე­თი დამ­წუხ­რე­ბუ­ლია და იზი­ა­რებს ხუ­ლე­ნის ოჯა­ხის მწუ­ხა­რე­ბას. ჩვენ ერ­თად ვა­დევ­ნებ­დით თვალს, რო­გორ უახ­ლოვ­დე­ბოდ­ნენ მაშ­ვე­ლე­ბი მას. ყო­ველ­თვის და­ვა­ფა­სებთ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ძა­ლის­ხმე­ვას, რომ­ლე­ბიც თავ­და­უ­ზო­გა­ვად ეძებ­დნენ ბიჭს ამ
ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში". გაგრძელება

Cisana
26 იანვარი 2019 22:23
Wiziareb am did mcuxarebas.gmertma natelshi amkopos patara angelozis suli.mis mshoblebs gadaatanios upalma es tragedia...

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს  საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თვის კითხვადი სტატიები