ტრაგიკულად დასრულებული ამბავი - 13-დღიანი ოპერაციის შემდეგ ასი მეტრის სიღრმის ჭაში ჩავარდნილი 2 წლის ბიჭუნა გარდაცვლილი ამოიყვანეს - კვირის პალიტრა

ტრაგიკულად დასრულებული ამბავი - 13-დღიანი ოპერაციის შემდეგ ასი მეტრის სიღრმის ჭაში ჩავარდნილი 2 წლის ბიჭუნა გარდაცვლილი ამოიყვანეს

13-დღიანი სამაშველო ოპერაცია ესპანეთში ტრაგიკულად დასრულდა - 110 მეტრის სიღრმის ჭაში ჩავარდნილი ორი წლის ბიჭუნა, მაშველებმა გარდაცვლილი ამოიყვანეს.

ბიჭის სხეულს მაშველებმა 26 იანვარს, ხანგრძლივი ოპერაციის შემდეგ მიაკვლიეს. ხულენ როსელლო (Julen Rosello) ვიწრო ხვრელში 13 იანვარს ჩავარდა, როცა ესპანეთის სამხრეთით, ტოტალანში მშობლებთან ერთად პიკნიკზე იმყოფებოდა.

სამაშველო ოპერაციამ ორი კვირის განმავლობაში მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, თუმცა 26 იანვარს, სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა:

"ღამით 1:25 საათზე სამაშველო ჯგუფმა მიაღწია ადგილს, სადაც ბიჭი ეგულებოდათ და სამწუხაროდ, მისი უსიცოცხლო სხეული იპოვეს. ჩემი სამძიმარი ოჯახს" - ნათქვამია განცხადებაში.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმაც გააკეთა განცხადება: "მთელი ესპანეთი დამწუხრებულია და იზიარებს ხულენის ოჯახის მწუხარებას. ჩვენ ერთად ვადევნებდით თვალს, როგორ უახლოვდებოდნენ მაშველები მას. ყოველთვის დავაფასებთ იმ ადამიანების ძალისხმევას, რომლებიც თავდაუზოგავად ეძებდნენ ბიჭს ამ ხნის განმავლობაში". გაგრძელება