"ვაშინგტონმა და მისმა უახლოესმა მოკავშირეებმა ვენესუელას კანონიერი ხელისუფლების დამხობის კურსი აიღეს" - კვირის პალიტრა

"ვაშინგტონმა და მისმა უახლოესმა მოკავშირეებმა ვენესუელას კანონიერი ხელისუფლების დამხობის კურსი აიღეს"

ვაშინგტონმა და მისმა უახლოესმა მოკავშირეებმა ვენესუელას კანონიერი ხელისუფლების დამხობის ღია კურსი აიღეს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

"ჩვენ გვაშფოთებს ის, რასაც აშშ და მისი მოკავშირეები ვენესუელასთან მიმართებაში აკეთებენ. ისინი უხეშად არღვევენ საერთაშორისო სამართლის ნორმებს და ფაქტობრივად, ვენესუელას კანონიერი ხელისუფლების დამხობის კურსი აიღეს", - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

სერგეი ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ ვენესუელის ოპოზიციის ხელმძღვანელობა ვაშინგტონიდან იღებს მითითებებს, რომ დათმობაზე არ წავიდნენ.

"ჩვენი მონაცემებით, ამ ოპოზიციური მოძრაობის ხელმძღვანელები, რომლებმაც ორხელისუფლიანობა გამოაცხადეს, მითითებებს ვაშინგტონიდან იღებენ არანაირ დათმობაზე არ წავიდნენ", - დასძინა ლავროვმა.

"ინტერპრესნიუსი"