ვენესუელას უზენაესმა სასამართლომ ხუან გუაიდოს ქვეყნის დატოვება აუკრძალა და მისი საბანკო ანგარიშები დაბლოკა - კვირის პალიტრა

ვენესუელას უზენაესმა სასამართლომ ხუან გუაიდოს ქვეყნის დატოვება აუკრძალა და მისი საბანკო ანგარიშები დაბლოკა

ვენესუელას უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის დროებით პრეზიდენტს ხუან გუაიდოს ქვეყნის დატოვება აუკრძალა და მისი საბანკო ანგარიშები დაბლოკა. ამის შესახებ ვენესუელას უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"ვენესუელას უზენაესმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში შემდეგი ზომები მიიღო ხუან ხერარდო გუაიდო მარკესთან მიმართებაში: გამოძიების დასრულებამდე ქვეყნიდან ნებართვის გარეშე გასვლის აკრძალვა; მის საკუთრებაში არსებული აქტივების გაყიდვის აკრძალვა და ასევე საბანკო ანგარიშებზე წვდომის დაბლოკვა და მათი გაყინვა", - ნათქვამია უზენაესი სასამართლოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ვენესუელას გენერალურმა პროკურორმა ტარეკ უილიამ სააბმა განაცხადა, რომ მისმა უწყებამ გამოძიება დაიწყო ხუან გუაიდოსთან მიმართებაში. მისი თქმით, გამოძიება ეხება ძალადობის შემთხვევებს, რომელსაც ადგილი აქვს ვენესუელაში 22 იანვრიდან დაწყებული.

იხილეთ ასევე: პროვინციელი ბიჭი, რომელიც მდიდარ ოჯახში არ დაბადებულა - ვინ არის "ვენესუელელი ობამა", რომელმაც პუტინს შესაძლოა დიდი პრობლემები შეუქმნას

"ინტერპრესნიუსი"