"დონალდ ტრამპმა ჩემი მოკვლის ბრძანება გასცა და თუ რამე მომივა, ის იქნება პასუხისმგებელი!" - კვირის პალიტრა

"დონალდ ტრამპმა ჩემი მოკვლის ბრძანება გასცა და თუ რამე მომივა, ის იქნება პასუხისმგებელი!"

ვენესუელას დე ფაქტო პრეზიდენტი ნიკოლას მადურო მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპმა კოლუმბიის მთავრობას მისი მოკვლის ბრძანება მისცა.

მისივე თქმით, თუ მას რამე დაემართება, პასუხისმგებლობა აშშ-სა და კოლუმბიას დაეკისრება.

"პირველ რიგში, ჩემი ბედი უფლის ხელშია. მე ქრისტიანი ვარ. უფლის მხრიდან დაცვის მწამს. მე ვენესუელელი ხალხი მიცავს და ჩვენ დაზვერვის კარგი სამსახური გვაქვს", - განაცხადა ნიკოლას მადურომ.

ვენესუელას ე.წ. პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მისი მოკვლის ბრძანება გასცა.

"მან კოლუმბიის მთავრობას, კოლუმბიის მაფიას ჩემი მოკვლა დაავალა. თუ რამე მომივა, დონალდ ტრამპი და კოლუმბიის პრეზიდენტი ივან დუკე იქნებიან პასუხისმგებელნი", - აღნიშნა მადურომ.

ნიკოლას მადურომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას დაცვის კარგი სამსახური აქვს, ხოლო უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ "მას უფალი იცავს".

იხილეთ ასევე: "მეც მგონია, რომ სტალინს ვგავარ" - ვენესუელას პრეზიდენტი, რომელის თავს - სტალინს, ტრამპს კი "ახალ ჰიტლერს" უწოდებს

"ინტერპრესნიუსი"