რუსეთში ავტობუსის ამოტრიალების შედეგად, შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათგან 4 ბავშვია - კვირის პალიტრა

რუსეთში ავტობუსის ამოტრიალების შედეგად, შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათგან 4 ბავშვია

რუსეთის ქალაქ კალუგასთან ახლოს სამგზავრო ავტობუსის ამოტრიალების შედეგად, რომელსაც მოცეკვავეთა ანსამბლი გადაჰყავდა, შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათგან ოთხი ბავშვია. ავტობუსში სულ 48 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 33 ბავშვი.

ავტობუსიდან ყველა ცხედარი და დაშავებული გამოყვანილია. ავტობუსი სმოლენსკიდან კალუგაში მიემგზავრებოდა. წინასწარი მონაცემებით, მძღოლმა მართვა დაკარგა. მას სამართალდამცველები კითხავენ.

"ინტერპრესნიუსი"