სტამბოლის ერთ-ერთ უბანში 6-სართულიანი სახლი ჩამოინგრა - კვირის პალიტრა

სტამბოლის ერთ-ერთ უბანში 6-სართულიანი სახლი ჩამოინგრა

თურქეთში, ქალაქ სტამბოლის ერთ-ერთ უბანში 6-სართულიანი სახლი ჩამოინგრა. არსებული ინფორმაციით, საუბარია საცხოვრებელ სახლზე.

ადგილზე სამაშველო და სამედიცინო სამსახურები მუშაობენ.

როგორც თურქული მედია იუწყება, მაშველებმა ოპერაცია დაიწყეს. ნანგრევებში შესაძლოა, ხალხი იყოს მოყოლილი.

საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის მიზეზები ჯერ უცნობია.

"ინტერპრესნიუსი"