სტამბოლში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილია ორი და დაშავებულია ექვსი ადამიანი - კვირის პალიტრა

სტამბოლში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილია ორი და დაშავებულია ექვსი ადამიანი

სტამბოლში, საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია სტამბოლის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება.

შვიდსართულიანი საცხოვრებელი სახლი სტამბოლის კარტალის რაიონში 15:59 საათზე ჩამოინგრა. მომხდარის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. გუბერნატორ ალი ერლიკაიას განცხადებით, სახლს სამი სართული უკანონოდ ჰქონდა დაშენებული. ის 1992 წელს აშენდა. მასში 14 ბინა იყო და 43 ადამიანი ცხოვრობდა.

"ინტერპრესნიუსი"