რომის პაპმა აღიარა, რომ მღვდლების მიერ მონაზონ ქალებზე სექსუალური ძალადობა ხდებოდა და ახლაც ხდება
რომის პაპმა აღიარა, რომ მღვდლების მიერ მონაზონ ქალებზე სექსუალური ძალადობა ხდებოდა და ახლაც ხდება
რომის პაპმა ფრანცისკემ აღიარა, რომ კათოლიკურ ეკლესიაში მონაზონი ქალები მღვდლების მიერ ძალადობის მსხვერპლნი ხდებოდნენ და ეს პრობლემა დღეისთვისაც არსებობს, - ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.

პაპის განცხადებით, ცნობილია შემთხვევა, როდესაც მღვდლებს მონაზონი ქალები სექსუალურ მონობაშიც ჰყავდათ. პონტიფიკოსის განცხადებით, მისი წინამორბედი ბენედიქტე მე-16 იძულებული გახდა, ერთი მონაზვნური კონგრეგაცია სწორედ იმის გამო გაეუქმებინა, რომ იქ მონაზონ ქალებზე მუდმივად ხდებოდა სექსუალური ძალადობა.

გამოცემის ინფორმაციით, პაპ ფრანცისკეს განცხადება ეკლესიის პირველი ოფიციალური აღიარებაა. პაპის თქმით, კათოლიკური
ეკლესია ცდილობს იპოვოს გამოსავალი ამ პრობლემიდან, მაგრამ ძალადობის შემთხვევები კვლავაც მეორდება.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
 როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თვის კითხვადი სტატიები