რატომ შეიტანეს ეჭვი მეგან მარკლის ორსულობაში და რა უცნაური კონტრაქტის გაფორმება მოსთხოვა ყოფილ ქმარს - კვირის პალიტრა

რატომ შეიტანეს ეჭვი მეგან მარკლის ორსულობაში და რა უცნაური კონტრაქტის გაფორმება მოსთხოვა ყოფილ ქმარს

ბრიტანეთის ერთ-ერთი პრინცის, ჰარის ცოლი მეგან მარკლი საკმაოდ პოპულარული პერსონაა. რაც მთავარია, მისი წარსული - პროფესია, ოჯახი, ყოფილი ქმარი და დღევანდელი ცხოვრების წესიც, სულ იძლევა იმის საბაბს, რომ მასზე მორიგი ახალი "სკანდალური" ინფორმაცია გავრცელდეს და საზოგადოებაც ინტერესით ადევნებს თვალს ამ ამბავს.

ცოტა ხნის წინ კადრები გავრცელდა ფილმებიდან, სადაც ის საკმაოდ თამამ სცენებში მონაწილეობდა. ახლახან კი გამოჩნდა წერილი, რომელიც მან მამას გაუგზავნა ქორწილის შემდეგ (შეგახსენებთ, მამა მის ქორწილს არ დაესწრო). მამა-შვილს არც ისე კარგი ურთიერთობა აქვს და მამა მასზე მას მედიაშიც ხშირად საუბრობს. როგორც ჩანს, ეს მეგანს ძალიან არ მოსწონს და ქორწილის შემდეგ ტომას მარკლს ასეთი წერილი გაუგზავნა: "მამა, გული გამიტყდა. მიყვარხარ. მე ერთი მამა მყავს. გთხოვ, ნუღარ მტანჯავ შენი გამონათქვამებით მას მედიაში, რომ ბოლოს და ბოლოს დავალაგოთ ჩვენი ურთიერთობები".

ამ წერილზე პასუხად მამამ ერთობლივი ფოტოსესია სთხოვა შვილს, რაზეც უარი მიიღო. მეგანი მამასთან ერთად

ახლა კი იმაზეც დაიწყეს საუბარი, რამდენად ნამდვილიაამბავი მეგანის ორსულობის შესახებ. აღმოჩნდა, რომ ბევრს ამის არ სჯერა. ამბობენ, რომ მეგანისა და ჰარის შვილს სუროგატი დედა აჩენს, თავად კი მიმაგრებული აქვს მუცელი, რომ სკანდალი აიცილოს თავიდან.

გამორიცხული არაფერია, მით უმეტეს, რომ ამ ვერსიის მიმდევრები ფოტომტკიცებულებებსაც იშველიებენ და "მოხტუნავე" თარიღსაც.

საქმე ისაა, რომ კეიტ მიდლტონის შემთხვევაში კენსინგტონის სასახლე ზუსტად აუწყებდა პრესას ბავშვის დაბადების თარიღს - მეორე შვილი 2015 წლის აპრილში რომ უნდა დაბადებულიყო, მესამე - 2018 წლის აპრილში. აი მეგანის შემთხვევაში კი ეს ტრადიცია დაირღვა. ოფოციალურად მხოლოდ მიახლოებითი პერიოდია დასახელებული - 2019 წლის გაზაფხული. თავად მეგანმაც ჯერ გამოაცხადა, რომ მალე იმშობიარებდა, მერე კი - აპრილის ბოლოსო.

ისიც იწვევს ეჭვს, რომ მეტისმეტად ხშირად უჭირავს მუცელზე ხელი ყოფილ მსახიობს - ეს ჟესტი თითქოსდა ჩვეულია ორსულებისთვის, თუმცა სკეპტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ის უბრალოდ მიმაგრებულ მუცელს იჭერს, ყოველი შემთხვევისთვის - აფიქსირებს, რომ არ შეიცვალოს მდგომარეობა. იხილეთ სრულად