ტრაგედია ბრაზილიაში - საფეხბურთო კლუბის საწვრთნელ ბაზაზე გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ტრაგედია ბრაზილიაში - საფეხბურთო კლუბის საწვრთნელ ბაზაზე გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიაში, საფეხბურთო კლუბ „ფლამენგოს“ საწვრთნელ ბაზაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრაზილიური ტელეარხი Globo ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, სამი ადამიანი დაშავდა, აქედან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

აღსანიშნავია, რომ როდესაც ხანძარი გაჩნდა ბაზაზე 14-დან 17 წლამდე ფეხბურთელების ჯგუფი იმყოფებოდა. ჯერ უცნობია, არიან თუ არა დაღუპულთა ან დაშავებულთა შორის ფეხბურთელები.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ უცნობია.

"ინტერპრესნიუსი"