4 სენატორი, 2 მერი, 6 ქალი და ჰომოსექსუალი - აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის პირველი მსურველები ცნობილია - კვირის პალიტრა

4 სენატორი, 2 მერი, 6 ქალი და ჰომოსექსუალი - აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის პირველი მსურველები ცნობილია

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წელს გაიმართება. მართალია იქამდე ჯერ კიდევ ერთი წელია, თუმცა რამდენიმე პირმა უკვე გამოთქვა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი. წარმოდგენილ კანდიდატებს შორის არის 4 სენატორი და 2 მერი.

ემი ქლობუჩერი, მინესოტას სენატორი უკვე მესამედ არჩეულმა სენატორმა ემი ქლობუჩერმა რამდენიმე დღის წინ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. აღნიშნული მან ერთ-ერთ ღონისძიებაზე განაცხადა. კორი ბუკერი

კორი ბუკერი, ნიუ ჯერსის სენატორი

კორი ბუკერმა საკუთარი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებისთის 1-ლ თებერვალს წარადგინა. ის სენატში 2013 წლიდან არის და ცნობილია თავისი ლიბერალური მიდგომით სოციალური და კრიმინალური მართლმსაჯულების საკითხებზე. სენატში არჩევამდე ის იყო ნევარკის მერი. სტენფორდის უნივერსიტეტში სწავლისას სერიოზულად იყო დაკავებული ფეხბურთით.

მერიენ უილიამსონი სპიკერი და "ნიუ-იორკ თაიმსის" ერთ-ერთი ბესტსელერის ავტორი მერიენ უილიამსონი აქტიურადაა ჩართული შიდსის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებში. 1992 წელს ოპრა უინფრის შოუში გამოჩენა მას ჰოლივუდის ელიტაში მოხვედრაში დაეხმარა.

პეტ ბუტიგიეგი, ინდიანას მერი ამ დროისთვის ყველაზე ახლაგარზდა კანდიდატი, 37 წლის პეტ ბუტიგიეგი ინდიანას მერია, რომელმაც ღიად აღიარა მისი ორიენტაცია და განაცხადა, რომ გეია. როგორც თავად ამბობს, ის ეკუთვნის თაობას, რომელიც ყოველწუთას სულ უფრო წინ მიიწევს და ვითარდება.

კამალა ჰარისი, კალიფორნიის სენატორი კამალა ჰარისმა არჩევნებში მონაწილეობის შესახებ მარტინ ლუთერ კინგის ხსენების დღეს "ტვიტერის" საშუალებით განაცხადა. დემოკრატი სენატორი სენატში მხოლოდ ერთხელ არის არჩეული.

კირსტენ ჯილიბრანდი

კირსტენ ჯილიბრანდი, ნიუ-იორკის სენატორი ნიუ-იორკის სენატორმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ერთ-ერთ ამერიკულ შოუში განაცხადა. ის ცნობილია, როგორვ ძლიერი პროგრესული ხმა ამერიკის სენატში, სადაც 2009 წლიდან არის. მან მხარი დაუჭირა პოლიტიკურ რეფორმას, რომელიც ეხება სექსუალურ ძალადობას სამხედრო სფეროში, ასევე ჯანდაცვის ხარჯების შემცირებას.

ჯულიან კასტრო

ამერიკელმა პოლიტიკოსმა ჯულიან კასტრომ საკუთარი კანდიდატურა მოსახლეობასთან შეხვედრისას, საჯაროდ წარადგინა ტექსასში, სან ანტონიოში, თავის მშობლიურ ქალაქში, სადაც მერის თანანამდებობა 5 წელი ეკავა.

ტულსი გაბარდი

ტულსი გაბარდი კონგრესში ჰავაის წარმომადგენელი 2012 წლიდან არის.

ელიზაბეთ უორენი მასაჩუსეტსის სენატორმა, ელიზაბეთ უორენმა საკუთარ ვებ-გვერდზე განათავსა ვიდეო, სადაც ხალხს ამცნო, რომ ჩაერთვება საპრეზიდენტო არჩევნებში. ვიდეოში ის ამბობს, რომ დაიცავს საშუალო ფენას, რომელიც, მისი თქმით, არის "თავდასხმის ქვეშ".

ენდრიუ იანგი

ენრიუ იანგი ამერიკელმა მეწარმემ ენრიუ იანგმა ჯერ კიდევ 2017 წელს გამოთქვა სურვილი არჩევნებში მონაწილეობაზე. როგორც ის ამბობს, ყველა ამერიკელს ყოველთვიურად შემოსავალი ექნება მინიმუმ 1000 დოლარი.

ჯონ დელანეი

"ვაშინგტონ პოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში ჯონ დელანეიმ განაცხადა: "ამჟამინდელი ადმინისტრაცია აფერხებს ჩვენ უსაფრთხოებას და განვითარებას. კენჭს ვიყრი, რათა მაქვს გეგმა, მმართველობისა და ეკონომიკური პოლიტიკა სხვა საფეხურზე ავიყვანო".

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრმაპა ჯერ კიდევ საპრეზიდენტო მოღვაწეობის დაწყებისას განაცხადა, რომ კვლავ მიიღებდა მონაწილეობას არჩევნებში, ამიტომ გამორიცხული არ არის ისევ ვიხილოთ კანდიდატად. (წყარო)

მოამზადა თეა ბეჟიტაშვილმა