"პრეზიდენტმა ისეთი გაბრაზება იცის, შეიძლება სისხლი გაგეყინოს" - ვინ არის პუტინის მარჯვენა ხელი, სკანდალური პირადი ცხოვრებით?
"პრეზიდენტმა ისეთი გაბრაზება იცის, შეიძლება სისხლი გაგეყინოს" - ვინ არის პუტინის მარჯვენა ხელი, სკანდალური პირადი ცხოვრებით?
"საკმარისად ბევრი შვილი მყავს"

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პრესმდივანი და მისი განცხადებები მსოფლიო მედიაში დიდ ყურადღებას იქცევს. პუტინის განცხადებების გამხმოვანებელი პესკოვი კრიტიკასაც იმსახურებს, თუმცა როგორც თავად ამბობს, ამას ყურადღებას ნაკლებად აქცევს. მაგრამ ამატებს, რომ ის მხოლოდ კრემლის პოზიციას გამოხატავს და გამოსვლებში არასოდეს აცხადებს საკუთარ მოსაზრებებს. მან პოლიტიკური კარიერა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში დაიწყო.


ბავშვობა და ახალგაზრდობა
დიმიტრი პესკოვის ბიოგრაფია სათავეს რუსეთის დედაქალაქში იღებს - მომავალი ჩინოვნიკი 1967 წლის
17 ოქტომბერს მოსკოვში რუსი დიპლომატის, სერგეი პესკოვის ოჯახში დაიბადა. მამის პროფესიის გამო ოჯახი ხშირად მოგზაურობდა, ამიტომ ბავშვობაში ის ხშირად იცვლიდა სკოლებს, ეს კი პესკოვს რამდენიმე ენის შესწავლაში დაეხმარა. რუსულის გარდა იცის თურქული, ინგლისური და არაბული. ძალიან მწირია ინფორმაცია დიმიტრი პესკოვის დედაზე. როგორც ამბობენ, ის მალავს
დედის შესახებ ინფორმაციას, რათა ნათელი არ მოეფინოს მის წარმომავლობასა და ეროვნებას. ამბობენ იმასაც, რომ დედამისი ებრაელია, ამის გამჟღავნებამ კი შეიძლება სკანდალიც გამოიწვიოს. პესკოვის ბიოგრაფია გარკვეულწილად მამამ განსაზღვრა, რომელმაც შვილი მოსკოვის უნივერსიტეტში გაგზავნა. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ პესკოვი 1989 წელს საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღმოჩნდა.

კარიერა

საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში დიდხანს არ დარჩენილა, 1990 წლიდან 1994 წლამდე ის რამდენიმე თანამდებობაზე მუშაობდა, მათ შორის იყო თურქეთში რუსეთის ელჩის მდივანი და ასევე ატაშეც. 1994 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო მუშაობა, ორი წლის შემდეგ კი, მესამე მოადგილიდან მეორე მოადგილის პოზიციაზე გადაინაცვლა თურქეთში რუსეთის საელჩოში.

1993 წელს, როდესაც ვლადიმირ ჟირინოვსკიმ არჩევნებზე წარმატება მოიპოვა, პესკოვი რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიაში შევიდა. მოგვიანებით, როცა კითხეს, თუ რატომ გადაწყვიტა პარტიაში გაწევრება, პესკოვმა უპასუხა, რომ ეს პარტია მისი მისი დაფუძნების დღიდან მოსწონს, რადგანაც ვლადიმირ ჟირინოვსკი განათლებით თურქოლოგია.

მას შემდეგ, რაც 2012 წელს ვლადიმირ პუტინმა არჩევნებში კიდევ ერთხელ გაიმარჯვა, პესკოვი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილედ დაინიშნა. იმავე წლის მაისში პუტინმა პესკოვი პრესმიდვნად დანიშნა.

პუტინის მოქმედმა პრესპიკერმა საჯაროდ განაცხადა, რომ უფროსი მას ხშირად აკრიტიკებს მოვალეობის ხარისხიანად არ შესრულების გამო, როგორც ამბობს რუსეთის ლიდერი ხშირად არ არის მისი მუშაობით კმაყოფილი. ამის მიუხედავად, პრეზიდენტმა პესკოვს ღირსებისა და მეგობრობის ორდენი მიანიჭა.

რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, პესკოვის მიმართ ერთმა დეტალმა მილიონობით ადამიანის ყურადღება მიიქცია. ეს მისი საფირმო ულვაშია. იუმორისტებმა "ტვიტერში" მის ულავშებს მინიბლოგიც კი მიუძღვნეს. როდესაც 2014 წელს პესკოვმა ულვაში მოიპარსა, ამან რუსულ საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამის მიზეზი ქალიშვილთან უთანხმოება აღმოჩნდა. თუ გოგონა წარმატებით ჩააბარებდა გამოცდებს, მამა ულვაშს მოიპარსავდა, პესკოვმაც შეასრულა პირობა, თუმცა მალევე დაიბრუნა ძველი იმიჯი.

პირადი ცხოვრება
დიმიტრი პესკოვის პირადი ცხოვრება არანაკლებ ხმაურიანი და სკანდალურია. მისი პირველი ცოლი საბჭოთა პოლკოვნიკის შვილიშვილი ანასტასია ბუდენნაია გახლდათ, რომელთანაც პესკოვს ვაჟი, ნიკოლაი ჰყავს.
მეორედ ის 18 წლის ეკატერინა სოლოცინსკაიაზე დაქორწინდა, ქმარი ცოლზე 9 წლით უფროსი იყო. წყვილმა ერთად რამდენიმე წელი იცხოვრა, თუმცა მოგვიანებით დაშორდნენ. სოლოცინსკაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დიმიტრი პესკოვმა მას მოციგურავე ტატიანა ნავკასთან უღალატა. მან კი ვერ შეძლო ქმრისთვის ეპატიებინა, როგორც ამბობენ, სწორედ ეს გახდა განქორწინების მიზეზი.
დიმიტრი პესკოვი და ტატიანა ნავკა
როგორც რუსულ მედიაში წერენ, პესკოვის ყოფილი მეუღლე ეკატერინა სოლოცინსკაია პარიზში ცხოვრობს, სადაც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა. ამ ქორწინებიდან პესკოვს ჰყავს ქალიშვილი და ორი ვაჟი. მათ ორმაგი მოქალაქეობა აქვთ.

ეკატერინა არ აღმოჩნდა პესკოვის ბოლო ცოლი, როგორც ამბობენ, ცნობილი მოციგურავე, მსოფლიოსა და ოლიმპიადის გამარჯვებული წყვილთა ყინულზე ცეკვაში, ტატიანა ნავკა მან 2012 წელს გაიცნო, ქორწილი კი 2015 წელს გადაიხადეს, სადაც რუსული შოუბიზნესის ცნობილი წარმომადგენლებიც იყვნენ მიწვეული.
ცერემონია სოჭში ერთ-ერთ ცნობილ სასტუმროში გაიმართა, რომლის ხარჯებიც მთლიანად სასტუმროს მფლობელმა ოლეგ დერიპასკამ დაფარა. ნავკასთან პესკოვს ერთი ქალიშვილი ჰყავს. არც ამ ქორწილს ჩაუვლია ხმაურის გარეშე. ქორწილში დიმიტრი პესკოვს ეკეთა საათი, რომელიც, როგორც მედიამ გაარკვია, ცნობილი ფირმის, რიშარ მილის კოლექციიდან იყო და მისი ფასი რამდენიმე ასეულ ათას ევროს შეადგენდა. გაჩნდა კითხვები, რომ საათის ღირებულება პესკოვის თითქმის წლიური ხელფასის ტოლი იყო, ამან კი გააჩინა კითხვები პესკოვის რეალურ შემოსავალსა და ანაზღაურებაზე.

მოგვიანებით პესკოვმა განმარტა, რომ ეს საათი ცოლისგან მიიღო საჩუქრად, და რომ ის ნავკამ თავისი ხელფასით იყიდა იმაზე ნაკლებ ფასად, რაც ინტერნეტშია მითითებული. მან უპასუხოდ დატოვა მისი ცოლის ხელფასის ოდენობასთან დაკავშირებული შეკითხვა, თუმცა დაამატა, რომ თავად ამ საათს ვერ შეიძენდა. ტატიანა ნავკამ კი ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ოლიმპიური ჩემპიონია და საკუთარ თავს შიგადაშიგ აძლევს ფუფუნების უფლებას.

დღეს პესკოვზე არანაკლებ ყურადღებას იქცევს მისი მშვენიერი ქალიშვილი ელიზავეტა. მან სკოლა პარიზში დაამთავრა, 2017 წელს საზაფხულო არდადეგები კი კომპანია "ავანტიში" პრაქტიკას დაუთმო, სადაც პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობა ეკავა.
ელიზავეტა პესკოვა
ოჯახსა და შვილებზე საუბრისას პესკოვი ამბობს: "უკვე საკმარისია. საკმარისად ბევრი შვილი მყავს. ქვეყანაში დემოგრაფიული პრობლემის მოგვარების კუთხით ჩემი წვლილი შევიტანე. საკმარისია, რადგან ბავშვების გაზრდასთან ერთად თავს იჩენს ბევრი პრობლემა, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია".

რას ამბობს პუტინზე
"არაერთხელ მითქვამს, რომ პრეზიდენტი პუტინი ძალიან მომთხოვნი ხელმძღანელია, ეს აბსოლუტურად ნორმალური სამუშაო პროცესია... გაბრაზებაც ისე იცის, როგორც ნებისმიერმა ადამიანმა, სხვების მსგავსად შეუძლია გამოხატოს თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ამა თუ იმ პირის ან პროცესის მიმართ და თან ისე, რომ სისხლი გაგეყინოს".


მოამზადა თეა ბეჟიტაშვილმა

მკითხველის კომენტარი (1)
გელა
08 მარტი 2019 23:55
დიმიტრი პესკოვის მამა, სერიოჟა (სერგეი) პესკოვი 1960-იან წლებში ჩემი მოწაფე იყო, სანამ აღმოსავლეთცოდნეობაზე ჩააბარებდა მოსკოვის ლომონოსოვის უნივერსიტეტში. სერგეის მამა, ЗАКВО-ს გენერალი, ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა. დედამისმა მოიყვანა და მთხოვა მოწაფედ ამეყვანა. კარგი ბიჭი იყო, მეცადინე და იუმორიანი. დიპლომატი გახ და და ელჩობასაც მიაღწია. მეწყინა, როცა გავიგე, რომ 66 წლის ასაკში გარდაცვლილა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?