"პუტინისთვის იმედი არ გამიცრუებია" - კვირის პალიტრა

"პუტინისთვის იმედი არ გამიცრუებია"

თინა კანდელაკი რუსულ სპორტულ ტელეკომპანია "Матч ТВ"-ს ხელმძღვანელობს, რომელიც როგორც აღმოჩნდა, მოლოდინებს არ ამართლებს. ეროვნული სპორტული არხი 2015 წელს პირადად ვლადიმერ პუტინის ბრძანებით დაფუძნდა "გაზპრომ მედიას" ბაზაზე.

BBC-ის რუსულენოვან გამოცემასთან საუბრისას კანდელაკმა ისაუბრა, არის თუ არა სპორტულ არხზე დაწესებული ცენზურა და გაუცრუა თუ არა ვლადიმერ პუტინს იმედი.

- ძალიან დიდი რესურსი გაქვთ, თუმცა ჩანს, რომ მოსალოდნელი გარდატეხა არხზე არ მომხდარა. დაიხურა ბევრი გადაცემა - დილის პროგრამები ფიტნესზე, ცხოვრების ჯანსაღი წესი და კვება... დარჩა მხოლოდ ის გადაცემები, რომელსაც ყიდულობთ. არ გგონიათ, რომ თქვენ და თქვენმა გუნდმა ვლადიმერ პუტინს იმედი გაუცრუეთ, რომელმაც თავად მოაწერა ხელი არხის შექმნის შესახებ ბრძანებას?

- დავიწყოთ თქვენი სიტყვებით, რომ "ბევრი გადაცემა დაიხურა, რადგან არ გაამართლა". ასე არ მუშაობენ ტელევიზიაში. როდესაც ნულიდან იწყებ არხის კეთებას, ბევრნაირი ფორმატის მოსინჯვას ცდილობ.

პროექტების განსახორციელებლად საჭიროა სპონსორები, რომლებსაც მუდმივად ვეძებთ. თუ ვიპოვით სპონსორს გადაცემისთვის "Бой в большом городе", სიამოვნებით გავაგრძელებთ ამ ფორმატს, ის არსად გამქრალა. გაგრძელება

იხილეთ ასევე: ბუნიათიშვილი, კანდელაკი, გოდუაძე და სხვანი - ვინ არიან უცხოეთში მოღვაწე ყველაზე წარმატებული ქართველი ქალბატონები