"ერთადერთი მიზეზი, რის გამოც თურქეთს ევროკავშირში არ იღებენ ის არის, რომ ჩვენ მუსლიმური ქვეყანა ვართ" - კვირის პალიტრა

"ერთადერთი მიზეზი, რის გამოც თურქეთს ევროკავშირში არ იღებენ ის არის, რომ ჩვენ მუსლიმური ქვეყანა ვართ"

ევროკავშირი თურქეთს თავის შემადგენლობაში არ იღებს მხოლოდ იმის გამო, რომ თურქეთი მუსლიმური ქვეყანაა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ტელეარხ А Haber-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ერთადერთი მიზეზი, რის გამოც თურქეთს ევროკავშირში არ იღებენ ის არის, რომ ჩვენ მუსლიმური ქვეყანა ვართ. მაშინ ღიად თქვან ეს“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

შეგახსენებთ, რომ 3 თებერვალს, საფრანგეთის მინისტრმა ევროპულ საკითხებში ნატალი ლუაზომ განაცხადა, რომ პარიზი არ ხედავს იმის შესაძლებლობას, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ თურქეთთან მოლაპარაკებების განახლება მოხდეს, ვიდრე თურქეთი დემოკრატიულ და პროევროპულ არჩევანს არ გააკეთებს.

"ინტერპრესნიუსი"