"ჩემი მოწონების რეიტინგი 52%-ს შეადგენს - ხალხი ჭკვიანია" - კვირის პალიტრა

"ჩემი მოწონების რეიტინგი 52%-ს შეადგენს - ხალხი ჭკვიანია"

ხალხი ჭკვიანია, - ასე გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმას, რომ მისი რეიტინგი 52%-ს შეადგენს.

"ჩემი მოწონების რეიტინგი 52%-ს შეადგენს. "რესპუბლიკურ პარტიაში" კი ჩემი რეიტინგი 93%-ია, რაც რეკორდია. გასაოცარი შედეგია იმის გათვალისწინებით, რომ მედიაში ჩემი გაშუქების 93% ცუდია. ხალხი ჭკვიანია", - დაწერა დონალდ ტრამპმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ 11 თებერვალს გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი 52%-ს შეადგენს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2017 წლის შემდეგ.

"ინტერპრესნიუსი"